ვალერი მელაძის ცოლს შერიგება სურს

ვალერი მელაძის ცოლს შერიგება სურს

მომღერალ ვალერი მელაძის ცოლს შერიგება და ოჯახის შენარჩუნება სურს. ამის შესახებ heat.ru იუწყება. თუმცა, მელაძეს მიაჩნია, რომ საქორწინო ურთიერთობა მასსა და მის მეუღლეს შორის დიდი ხანია დასრულდა.

დღეს წყვილის განქორწინების პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა.  ვალერი და ირინა პროცესს არ ესწრებოდნენ, მათ სხდომაზე წარმომადგენლები გაგზავნეს.

"ჩვენ ვითხოვეთ 3 თვე შესარიგებლად, მაგრამ სასამართლომ მხოლოდ 2 თვე მოგვცა. ირინამ მტკივნეულად მიიღო ეს სიტუაცია და ძალიან სურს ქორწინების შენარჩუნება, ვალერი ხომ მისთვის პირველი და ერთადერთია. ის დარწმუნებულია, რომ ამ 60 დღის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვალერი და ირინა 1989 წლის შემდეგ არიან ერთად და პრაქტიკულად, სასამართლოში სარჩელის შეტანამდე ერთად ცხოვრობდნენ", - აღნიშნა ირინა მელაძის ადვოკატმა ნატალია ვედენკინამ.

თავად ვალერი ქორწინების შესანარჩუნებლად ფიქრს არ აპირებს. მას სურს, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს განქორწინების პროცედურა. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეებს უკანასკნელი შანსი მიეცათ. მომდევნო სხდომა 21 იანვარს გაიმართება.

46 წლის მელაძისა და "ვიაგრას" ყოფილი სოლისტის, 34 წლის ჯანაბაევას ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. წყვილს ვაჟიც ჰყავს, რომელიც ჯანაბაევამ მელაძეს 9 წლის წინ გაუჩინა და მომღერალმა იგი მოგვიანებით შვილად აღიარა.

მომზადებულია heat.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება