როდის გაუსწორდნენ ფიზიკურად შოთა ადამაშვილს

როდის გაუსწორდნენ ფიზიკურად შოთა ადამაშვილს

"ბოლნისელი კოვბოი'' - ასე იცნობდა ''ნიჭიერის'' მონაწილე შოთა ადამაშვილს მაყურებელი, სანამ ''ახალ ხმაში'' მიიღებდა მონაწილეობას. 25 წლის, პროფესიით ჟურნალისტი მუსიკოსის ხმამ ბრმა კასტინგზე ნამდვილი ომი გამოიწვია. მაია დარსმელიძე ხარაკირით იმუქრებოდა, მაგრამ შოთა მაინც დათო ფორჩხიძის გუნდში წავიდა. რინგზე გიორგი მახარაშვილი დაამარცხა და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია ფინალისკენ.

- შოთა, მწვრთნელებმა შენ გამო ერთმანეთს, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადეს, ამას ელოდი?

- არა, რა თქმა უნდა. მე ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ლიმიტი. ამ პროექტში სულ სხვა მიზნით შევედი, მინდოდა დავხვეწილიყავი და ასეც ხდება. ახალ-ახალ ხასიათში გამოვდივარ, სხვადასხვა რეპერტუარს ვერგები. აქამდე ჩაკეტილი ვიყავი ჩემს ქანთრიში. ასეთი კონკურსი წინ წამწევს, როგორც მუსიკოსს.

- ყველა ამბობდა, რომ შენ მაიას გუნდის წევრი უნდა ყოფილიყავი, მის სტილში, მის მუსიკალურ გემოვნებაში ჯდებოდი...

- ეს არ არის მთავარი. უფრო საინტერესოა, როცა ჟანრობრივად შენი მუსიკისგან განსხვავებული ადამიანი გამოთქვამს ინტერესს შენ მიმართ. რა გითხრათ, გულმა დათოსკენ გამიწია და დღემდე ბედნიერი ვარ მის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესო ნომრები გვაჩვენეს სხვა მწვრთნელებმაც.

- მას მერე შეხვედრიხარ მაიას, გულდაწყვეტილია?

- კი, შევხვედრივარ. არ ვიცი, რამდენად გულდაწყვეტილია. მშვენიერი კონკურსანტები ჰყავს გუნდში. მე სამყაროს ცენტრი არ ვარ. მადლობელი ვარ მისი, რომ ასეთი ინტერესი გამოიჩინა ჩემ მიმართ და დღემდე მხარს მიჭერს და მგულშემატკივრობს.

- საკმაოდ ძლიერ კონკურენტთან იმღერე რინგზე, როგორ შეაფასებ გიორგი მახარაშვილის შესაძლებლობებს?

- გიორგიზე არაფრით მეტი არ ვარ, ბევრ რამეში მჯობია კიდეც, ჩემზე უფრო სუფთა მომღერალია. ეს გამოჩნდა კიდეც რინგზე, ორივემ ერთად ეფექტი მოვახდინეთ.

- მაშ, რატომ აგირჩია დათომ შენ?

- ალბათ ჩათვალა, რომ იმ მომენტში მე უფრო მჭირდებოდა დათო ფორჩხიძე. მე დათოსთან სასწავლად ვარ, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ.

- სიმღერის სწავლა როდის დაიწყე?

- 19 წლის ასაკში, როცა ჯერ კიდევ ჩემთვის ვღიღინებდი. მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ლექციებზე მუსიკოსების პრეზენტაციებს ვაწყობდი, მუსიკალურადაც ვაფორმებდი და თითოეული შემსრულებლის კომპოზიციას ვასრულებდი. აქედან გამიჩნდა ნელ-ნელა ინტერესი. მაშინ უბრალოდ ვაჩხაკუნებდი გიტარაზე. აკორდების რვეულით დავიწყე სწავლა. მერე, როცა გადავიჭერი მუსიკაში და ბაკალავრის ხარისხი მივიღე, იყო ასეთი ბლუზმენი, თემო ღრუბელაძე, მასთან დავდიოდი. ბევრი ცოდნა მომცა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება