ავთო ცქვიტინიძე - მაკა ჩიჩუა იმდენად ეფექტური გოგოა, რომ შეუძლია ზედმეტად ღრმა დეკოლტე ჩაიცვას

ავთო ცქვიტინიძე - მაკა ჩიჩუა იმდენად ეფექტური გოგოა, რომ შეუძლია ზედმეტად ღრმა დეკოლტე ჩაიცვას

ქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამსწრე პოლიტიკოსებისა და მათი მეუღლეების ჩაცმულობის სოციალურ ქსელში განხილვა ლამის ოსკარების ცერემონიალზე გამოცხადებული მსახიობების კრიტიკას გაუთანაბრდა. განსაკუთრებული ყურადღება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის "დიორის" პალტომ, "ლობუტინის" ფეხსაცმელმა და ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის "ოსკარ დე ლა რენტას" საღამოს კაბამ მიიქცია.

ინაუგურაციაზე ქართული პოლიტელიტის წარმომადგენელი ქალბატონების ჩაცმულობის შეფასება დიზაინერ ავთო ცქვიტინიძეს მივანდეთ.

- ამ ქალბატონების ჩაცმულობა ისეთი განხილვადი იყო სოციალურ ქსელში, რომ იძულებული გავხდი, ყურადღება მიმექცია და მენახა, რა ეცვათ ასეთი. "ზემოდან" დავიწყოთ. მომწონს, როგორც იცვამს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე. მას ნაპოვნი აქვს თავისი სილუეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის. ჩემთვის ერთადერთი დისკომფორტი მუქი ფერის სათვალე იყო. პალტო ეცვა ძალიან ლამაზი და მას ძალიან უხდებოდა. ვგიჟდები ლობუტინის ფეხსაცმელებზე, ძალიან მომწონს - "სტატუსურია". ეს კლასიკური ფეხსაცმელია, ყველაფერს უხდება, რაც არ უნდა ჩაიცვა.

ასევე მომეწონა ანუკი არეშიძე, ვფიქრობ, რომ ამ ცერემონიისთვის მას ყველაზე შესაბამისად ეცვა. ძალიან სადად და დახვეწილად იყო ჩაცმული. არ იყო პომპეზურად, საზოგადოების გაღიზიანება ან ზედმეტი ყურადღების მიპყრობა არ უცდია. მომეწონა და უხდებოდა ვარდისფერი ლაბადა, კანისფერ გიპიურის კაბაზე. საღამოს კახისაც ღია ვარდისფერი ჰალსტუხი ეკეთა. ეს წყვილი ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

- პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეგობარი მაკა ჩიჩუა დეკოლტეს გამო გააკრიტიკეს.

- პრეზიდენტის მეუღლე ძალიან ლამაზი ქალია. დეკოლტის გამო რატომ აკრიტიკებენ? მერე რა, რომ მაკას ზედმეტად ღრმა დეკოლტე ეცვა, უნდოდა და ჩაიცვა, ვერ მოიხდინა, თუ? ის იმდენად ეფექტური გოგოა, რომ შეუძლია ასეთი დეკოლტე ჩაიცვას.

- რას იტყვით ირაკლი ალასანიას მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის ყვავილებით გაწყობილ პალტოზე?

- ალასანია მეუღლე ვიზუალურად ძალიან მომწონს. ძალიან ეფექტური ქალბატონია. ყველაფერი შავი ფერის რატომ გადაწყვიტა ნეტა? მას ძალიან ლამაზი ფეხები აქვს. ამ ყველაფერზე ღია ფერის კოლგოტი რომ სცმოდა, შეიძლება ასეთი მთლიანად შავი არ გამოჩენილიყო და ფეხიც უკეთ გამოჩნდებოდა. თუმცა არც ასე ჩანს ცუდად. ამ ფოტოში ძალიან კარგად, კლასიკურად აცვია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: თეა ადეიშვილი - მაკა ჩიჩუა მომწონს, მაგრამ ინაუგურაციის დროს, ცოტა ზედმეტი დეკოლტე იყო

ვის რა ეცვა ინაუგურაციაზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება