ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანის მიმართ მთავარი პრეტენზიები მოხსნილია

ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანის მიმართ მთავარი პრეტენზიები მოხსნილია

ათწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანის მიმართ მთავარი პრეტენზიები მოხსნილია. ირანი ამ პროგრამისთვის სამუშაოებს შეამცირებს, აშშ და ევროკავშირი კი თეირანის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეასუსტებენ.

საერთაშორისო შუამავალთა "ექვსეულმა" დღეს ირანთან ისტორიულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლისთვისაც მთლიანობაში დიპლომატებმა ათი წელი და ხუთი დღე-ღამე დახარჯეს. შეთანხმების თანახმად, ირანი ბირთვული პროგრამის შემცირებასთან ერთად, ვალდებულებას იღებს მონიტორინგის განსახორციელებლად საერთაშორისო ექსპერტები დაუშვას.

"ექვსეულის" ერთ-ერთი წევრის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველეს განცხადებით, გადადგმულია გადამწყვეტი ნაბიჯი ირანის ატომური შეიარაღების შეწყვეტის კუთხით. ამ ნაბიჯს მან შემობრუნების მომენტი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს მიღწეულ შეთანხმებას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიემინ ნათანიაჰუმ ისტორიული შეცდომა უწოდა და მოუწოდა მსოფლიოს, ყურადღებას ნუ მოადუნებენ ირანის მიმართ, ვიდრე ეს ქვეყანა მთლიანად არ იტყვის უარს ბირთვული იარაღის წარმოებაზე.

ამასთან, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა განაცხადა, რომ შეთანხმების შესრულება დაუყოვნებლივ დაიწყება.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა