შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფო ხდება

შოტლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფო ხდება

შოტლანდია შესაძლოა, დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს. თუ მომავალი წლისთვის დაგეგმილ რეფერენდუმზე შოტლანდიელ მოქალაქეთა უმრავლესობა დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფას მხარს დაუჭერს, 2016 წლის 24 მარტისთვის შოტლანდია დამოუკიდებელი გახდება.

ბრიტანეთის შოტლანდიის საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფერენდუმის შედეგებამდე დამოუკიდებლობის თარიღის დაანონსება შოტლანდიის ხელისუფლების პოზიციებს შეასუსტებს.

მიუხედავად ამისა, შოტლანდიის მთავრობამ აუცილებლად მიიჩნია, რომ დამოუკიდებლობის თარიღი ე.წ. "თეთრ წიგნში" დაეფიქსირებინა. ასე უწოდებენ ოფიციალურ საკანონმდებლო დოკუმენტს, რომელიც მომავალი თავისუფალი შოტლანდიის პრინციპებს გამოხატავს.

"თეთრი წიგნი" სამშაბათს გამოქვეყნდება. ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მას ყველა შოტლანდიელი წაიკითხავს.

"ეს ფუძემდებლური დოკუმენტია, რომელიც თავისუფლების ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ პრინციპებს განსაზღვრავს", - აცხადებს შოტლანდიის ხელისუფლების პირველი მინისტრის მოადგილე, ნიკოლა სტერჯენი.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა