''გოჩა ჩერტკოევმა ქმარი დამიჩაგრა''

''გოჩა ჩერტკოევმა ქმარი დამიჩაგრა''

გუგა კუზანოვი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დატოვებიდან რამდენიმე დღეში ბაქოში მორიგ ოპერაციაზე გაემგზავრა. შინ დაბრუნებულ პლასტიკურ ქირურგს ვესტუმრეთ და მეუღლესთან ერთად ჩავწერეთ. ნინო ნადირაძე მიიჩნევს, რომ გუგამ სიბერეში ცეკვის გამოცდა ჩააბარა. თავად გუგა პროექტის დატოვებას დიდად არ განიცდის.

- გუგა, მგონი, პროექტის მეორე მონაწილე ხართ, რომელსაც მისი დატოვება გაუხარდა. რატომ?

- გადავიღალე. მუხლზე მენისკი მაქვს და ასეთი დატვირთვა ჩემთვის არ შეიძლებოდა. მეგონა, რომ შევძლებდი, მაგრამ... წამლებს ვსვამდი, ფეხზე სახვევებს ვიკეთებდი და გავქაჩე ორი თვე, შვიდი ცეკვა ვიცეკვე. როცა პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, კატეგორიული უარი ვთქვი. მერე დაიწყეს შუამავლების მოძიება. ჩვენი კლინიკის პიარმენეჯერის დამსახურებაა, რომ მონაწილეობას დავთანხმდი. თან ნოე სულაბერიძესთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, უარი ვეღარ ვთქვი. მაინც ვფიქრობ, პიარის თვალსაზრისით არ იყო ცუდი ნაბიჯი. ნამდვილად არ ვნანობ. მოგებას მაინც არ ვაპირებდი. ჯერ ერთი, არც ასაკი მიწყობს ხელს და არც არასდროს მქონია შეხება ცეკვასთან. ზოგს ჰგონია, დაბადების დღეზე ხელს რომ გაშლის, ეს ცეკვაა. მე ასე არ მიმაჩნია. პროექტში მარტო მე და ტოლი ბოისა ვიყავით, რომელთაც ცეკვასთან არანაირი შეხება არ გვქონია. ჩვენ პირველად გამოვედით სცენაზე. მორალურადაც ძალიან რთულია, ამდენი ადამიანი გიყურებს, ჟიური გაფასებს.

- ნინომ რა როლი ითამაშა ამ ყველაფერში?

- ნინოს არ უნდოდა, რომ მეცეკვა. რომ დავთანხმდი, მებუზღუნებოდა. პირველ რიგში, ჩემი მენისკის გამო იყო წინააღმდეგი, მერე ასაკის გამო. მეუბნებოდა, პასპორტში ჩაიხედე, რამდენი წლის ხარო.

- რამდენი წლის ხარ?

- 42-ის. ასაკიანები ვიყავით მე, გია სურამელაშვილი, ნანა ნებიერიძე...

ნინო:

- ასაკიანები კი არა, მოხუცები. ყველა კონცერტზე წასვლის წინ გუგას თითო კოლოფ ნაფტალინს ვატანდი.

გუგა:

- ნაფტალინი შენ გჭირდება!

ნინო:

- მე დამაქვს, პუდრის მაგივრად ვხმარობ.

- ნინო, რატომ არ გინდოდა გუგას ამ პროექტში მონაწილეობა?

- მე ყველაფერს ფინანსური კუთხით ვუყურებ. ეს ცეკვავს და ამ დროს ოჯახს მეხი დაეცა. ვერ გააკეთა იმდენი ოპერაცია, რამდენსაც აკეთებს ხოლმე.

გუგა:

- რა ვერ გავაკეთე, ყველაფერიც გავაკეთე!

ნინო:

- გააკეთე, მაგრამ ვაი, იმ გაკეთებას. გუშინ ბაქოდან ჩამოფრინდა, ოპერაცია ჰქონდა იქ და მას მერე ამ ფეხის გამო ძლივს გადაადგილდება... თანაც, გარკვეული ამბიცია მაქვს, არ მინდოდა, პროფესორი კუზანოვი ჟიურის წინ წარმდგარიყო და მათი შესაფასებელი გამხდარიყო.

გუგა:

- ეს ''გრუზინული'' კომპლექსია.

ნინო:

- რა ვქნა, არ ვარ ლუქსემბურგიდან.

გუგა:

- რა ვიცი, თავი კი მოგაქვს.

ნინო:

- არანაირად, რაც ვარ, ეს ვარ... გუგას რეგალიებისა და დისერტაციების პატრონს, ვფიქრობდი, სხვისი შესაფასებელი არაფერი სჭირდა. და მთავარი, მისი მენისკი მუხლზე. ვიცოდი, ეს ყველაფერი ჩემზე გადაივლიდა და არ მინდოდა. მაქსიმალურად იკავებდა თავს, მაგრამ ყველა ვარჯიშის მერე წუწუნებდა, წამლებს სვამდა... ოცნებას რომ ვიწყებდი და წარმოვიდგენდი, ბინა მოიგო, ვფიქრობდი, ვინმე ისეთისთვის გადაგვეცა, ვისაც არ აქვს. მინდოდა წავსულიყავი, მომენახა ვინმე ჭკვიანი უპატრონო ბიჭი და მიგვეცა ბინა. ჭკვიანი, ნიჭიერი და უპატრონო გამრავლებულიყო. გამრავლებულებისთვის ''იავნანა'' ზრუნავს უკვე. იმდენი ხალხი გვიგზავნიდა ესემესებს, უხერხულად მიმაჩნდა ამ ფულის ჯიბეში ჩადება. გუგა ჭაბუკიანი არ მყავს და ეს მხარდაჭერა სხვა პატივისცემის გამოხატულება იყო. ვფიქრობდი, შესაბამისადაც უნდა გვემოქმედა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება