სტუდენტური ფესტივალი "ნიღაბი 2013" დაიწყო

 სტუდენტური ფესტივალი "ნიღაბი 2013" დაიწყო

დღეს საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი "ნიღაბი 2013" დაიწყო. ფესტივალის ფარგლებში საზოგადოების წინაშე წარსდგებიან სტუდენტური დასები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ფესტივალს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დარბაზი უმასპინძლებს და ის 10 დღე გაგრძელდება. წარმოდგენილ სპექტაკლებს სპეციალური რვაკაციანი ჟიური შეაფასებს და 10 ნომინაციაში გამარჯვებულს გამოავლენს.

წარმოგიდგენთ ფესტივალის პროგრამას:

26 ნოემბერი,  16:00 საათზე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სპექტაკლით - "ტყუილი გრძელ ფეხებზე".

27 ნოემბერი,  16:00 საათზე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სპექტაკლით -" უცნაური სიჩუმეა ირგვლივ".

28 ნოემბერი,  16:00 საათზე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სპექტაკლით - " რომეო და ჯულიეტა".

29 ნოემბერი,  16:00 საათზე - გრ. რობაქიძის უნივერსიტეტი სპექტაკლით - "სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე".

30 ნოემბერი, 16:00 საათზე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპექტაკლით - "ამაშია საქმე".

1 დეკემბერი, 16:00 საათზე - თურქეთის სტუდენტური დასი სპექტაკლით - "სიყვარულის ყვავილები".

2 დეკემბერი, 16:00 საათზე - ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპექტაკლით - "ლივ შტაინი".

3 დეკემბერი, 16:00 საათზე - აზერბაიჯანის სტუდენტური დასი სპექტაკლით - "ის თუ არა, ეს იყოს".

4 დეკემბერი, 16:00 საათზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპექტაკლით - "ბერნარდა ალბას სახლი".

5 დეკემბერს ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება. მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალი "ნიღაბი" წელს მეორედ ტარდება. "მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია" 2012 წელს დაარსდა. ასოციაციამ დააფუძნა მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ფესტივალი "ნიღაბი".  "ნიღაბი" არის ყოველწლიური ფესტივალი, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები წარადგენენ მათ მიერ დადგმულ სპექტაკლებს.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალის მთავარი მიზანია უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარება და მომავალში პროფესიული და შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ფესტივალი "ნიღაბი" პირველად 2012 წლის 10-17 დეკემბერს ჩატარდა. შარშან ფესტივალში მონაწილეობა ექვსმა უნივერსიტეტმა მიიღო.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება