გადატრიალება მსოფლიო მედიცინაში: 12 წლის ბიჭუნას "მომავლის მატერიისგან" შექმნილი გულის პროთეზი ჩაუდგეს

გადატრიალება მსოფლიო მედიცინაში: 12 წლის ბიჭუნას "მომავლის მატერიისგან"  შექმნილი გულის პროთეზი ჩაუდგეს

გადატრიალება მსოფლიო მედიცინაში - რუსმა ექიმებმა 12 წლის ბიჭუნას გულში "მომავლის მატერიისგან" შექმნილი პროთეზი, ე.წ. ბიო-სისხლძარღვი ჩაუდგეს. ტექნოლოგია განსაკუთრებული იმითაა, რომ აღნიშნული პროთეზი ადამიანის ორგანიზმთან ერთად იზრდება და ადრინდელისგან განსხვავებით, საჭირო აღარ არის რამდენიმე ოპერაციის გაკეთება.

მსოფლიოში პირველად რუსმა ექიმებმა პაციენტს უნიკალური პროთეზი გაუკეთეს, რომელსაც გულის ყველაზე მძიმე მანკის გამოსწორებაც კი შეუძლია. აქამდე ამისთვის წლები და რამდენიმე ოპერაციის გაკეთება იყო საჭირო.

12 წლის ბიჭუნა, გულის უმძიმესი დაავადებით, მსოფლიოში პირველი პაციენტი გახდა, რომელსაც "მომავლის მატერიისგან" დამზადებული პროთეზი ჩაუდგეს. ტექნოლოგია ნობელის პრემიის ლაურეატმა, შვეიცარიელმა მეცნიერმა ლენმა შეიმუშავა და რუსეთში პირველად გამოიცადა.

თავად ოპერაცია 2 საათს გრძელდება. იგი წვრილმანებამდეა გათვლილი და მედიკოსებისთვის მისი ჩატარება რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. მეცნიერები ჯერჯერობით გეგმებს არ აწყობენ, თუმცა, იმედოვნებენ, რომ ახალი მატრიცა გადატრიალებას მოახდენს მედიცინაში და მას არა მარტო გულის, არამედ სხვა ორგანოების მკურნალობაშიც გამოიყენებენ.

საგულისხმოა, რომ ოპერაცია მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა სამეცნიერო ცენტრში ჩატარდა, რომლის დირექტორიც მსოფლიოში ცნობილი ქართველი სპეციალისტი ლეო ბოკერიაა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა