ივანა მელაი - "სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩემს მე­გობ­რად დარ­ჩე­ბა"

ივანა მელაი - "სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩემს მე­გობ­რად დარ­ჩე­ბა"

რამ­დე­ნი­მე წლის წინ უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღერ­ლი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ივა­ნა მე­ლა­ის საცხ­ოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მოს­ვლას ათას­გვა­რი ჭორ­-მარ­თა­ლი მოჰ­ყვა. ამ­ბობ­დნენ, რომ ივა­ნა პი­რა­დად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი მომ­ღე­რა­ლი იყო და მის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ათა­სო­ბით ლა­რი იხარ­ჯე­ბო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ კი მოვ­ლე­ნე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და. ამ ყველაფერზე ივანა მელაი თავად გვესაუბრება:

- მე და ჩემ­მა ოჯახ­მა რაც გა­და­ვი­ტა­ნეთ, ამა­ზე წიგ­ნის და­წე­რაც კი შე­იძ­ლე­ბა. ეს ჩემ­თვის ძალ­ზე მტკივ­ნე­უ­ლი თე­მა­ა. თუმ­ცა უფა­ლი არას­დროს გვარ­გუ­ნებს იმა­ზე მეტ სა­ტან­ჯველს, რი­სი ატა­ნაც შეგ­ვიძ­ლი­ა. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გეს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე გულსატკენი ის არის, რომ მა­მას უღა­ლა­ტა სა­კუ­თარ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც ახ­ლა უკ­რა­ი­ნის რა­დას წევ­რი­ა. თუ აქამ­დე ჩუ­მად ვი­ყა­ვი, იმი­ტომ, რომ არ მინ­დო­და ვინ­მეს ეთ­ქვა, ივა­ნა სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე ატირ­და­ო. შე­მეძ­ლო მო­მეწყო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა, ამე­ტე­ხა ხმა­უ­რი, მაგ­რამ ეს შოუ არა­ფერ­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და, უკ­რა­ინა­საც ვერ მი­ვაწ­ვდენ­დი ხმას. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც იმი­ტომ მოგ­ვცეს, რომ იცოდ­ნენ, ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­რის­კო იყო, რად­გა­ნაც ადა­მი­ანი, რო­მელ­მაც გა­ა­ყალ­ბა საქ­მე ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, იმ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით არის უკ­რა­ი­ნა­ში. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რა გა­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ამა­ში დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბი­დან არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბი­ა. თვი­თონ იცის, ვი­საც მივ­მარ­თე დახ­მა­რე­ბის­თვის და არ თუ ვერ და­მეხ­მა­რა. ჩვენს ნა­თე­სა­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახ­ლა უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დი­დი ზე­წო­ლა­ა, სა­ნამ უკ­რა­ი­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, იქ ვერ დავ­ბრუნ­დე­ბით, იმე­დი მაქვს, ეს მა­ლე მოხ­დე­ბა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

- ახ­ლა რას საქ­მი­ა­ნობთ?

- მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "პი­კი" და­ი­ხუ­რა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მე­ტი დრო გამოინახა. ჩავ­წე­რე ახა­ლი სიმ­ღე­რა, ვწერ ლექ­სებს, ასე­ვე ეს­სეს. ბევრს ვკითხ­უ­ლობ, ვმოგ­ზა­უ­რობ. და­ვის­ვე­ნე იტა­ლი­ა­ში - ვი­ყა­ვი მი­ლან­ში, რომ­ში, ვე­რო­ნა­ში. ახ­ლა­ხან ჩავ­წე­რე სიმ­ღე­რა "მე არ ვარ თო­ჯი­ნა". დღეს გო­გო­ნებს მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბით აფა­სე­ბენ, რო­ცა ეს ვნა­ხე, მინ­დო­და ხმა­მაღ­ლა მეყ­ვი­რა, რომ ჩვენ არ ვართ თო­ჯი­ნე­ბი, რომ ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ასე­თი ეტა­პი. ჩემ­მა გა­და­ცე­მა­მაც ამო­წუ­რა სა­კუ­თა­რი თა­ვი. თავის დროზე კი ძა­ლი­ან დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და, უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი მო­ვი­ზი­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­ხა­რი­ა, რო­ცა სა­ლონ­ში ან სად­მე შევ­დი­ვარ და მე­უბ­ნე­ბი­ან, თქვენს გა­და­ცე­მას ვუ­ყუ­რეთ და და­ვინ­ტე­რეს­დით სა­ქარ­თვე­ლო­თი­ო.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­ი­ჩივ­ლეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტე­ბი აღარ ტარ­დე­ბა­ო...

- ად­რე თუ გვი­ან, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იც­ვლე­ბა მთავ­რო­ბა და პრე­ზი­დენ­ტი, ასე მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. კონ­ცერ­ტე­ბი რომ აღარ ტარ­დე­ბა, ცუ­დი­ა, თა­ნაც არ­ტის­ტებს ძა­ლი­ან ცო­ტას უხ­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს შო­უ­ბიზ­ნე­სი, რაც ნიშ­ნავს, რომ პრო­დი­უ­სე­რე­ბი თვი­თონ დე­ბენ არ­ტის­ტებ­ში ფულს, აქ არ­ტის­ტე­ბი თვი­თონ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბას. გვინ­და ეს ყველაფერი მი­ვა­წო­დოთ ხალხს, ამისთვის კი ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა ცოცხ­ა­ლი კონ­ცერ­ტე­ბია, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ატა­რებ­და. მე არ მინ­და, რომ პო­ლი­ტი­კა გავ­ლე­ნას ახ­დენ­დეს კულ­ტუ­რა­ზე, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იც­ვლე­ბი­ან და ჩვენ, არ­ტის­ტე­ბი, ვრჩე­ბით.

- ამ­ბო­ბენ, რომ იყა­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი, სო­ლი­დურ ჰო­ნო­რარს გიხ­დიდ­ნენ და პრეს­ტი­ჟულ უბან­ში (ვა­კე­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე) სახ­ლიც კი გა­ჩუ­ქეს...

- მარ­თა­ლი გითხ­რათ, პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩე­მი მე­გო­ბა­რია და პრე­ზი­დენ­ტი რომც არ ყო­ფი­ლი­ყო, მას­თან მა­ინც ვი­მე­გობ­რებ­დი. ის ქა­რიზ­მა, ჭკუ­ა, სა­უბ­რის მა­ნე­რა, რაც სა­ა­კაშ­ვილს აქვს, შე­სა­ნიშ­ნა­ვი­ა. ზღა­პა­რი და ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია ყვე­ლა ჭო­რი, რაც ჩემ­ზე ვრცელ­დე­ბა. მიყ­ვარს ლა­მა­ზად ჩაც­მა, გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა, ამი­ტო­მაც ფიქ­რობს ხალ­ხი, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რი მქონ­და. მე შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი ვარ, უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში - ათ­ჯერ უფ­რო მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რი მქონ­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ვარ­ჩი­ე, რად­გან აქ სა­ინ­ტე­რე­სოა მუ­შა­ო­ბა. რო­ცა მი­რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, 500 ლა­რად იმ­ღე­რე­ო, რა თქმა უნ­და, უარს ვამ­ბობ, საქ­ველმოქ­მე­დო კონ­ცერ­ტში კი არა­ერ­თხელ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მო­მა­ვალ­შიც მზად ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე მდე­ბა­რე სახლს, ის ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ­მა" და­მი­ქი­რა­ვა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი­ა, რო­ცა სხვა ქვე­ყა­ნა­ში გიწ­ვე­ვენ სა­მუ­შა­ოდ, ხარ­ჯებს მას­პინ­ძე­ლი ქვე­ყა­ნა გი­ნაზღ­ა­­უ­რებს.

- თქვით, რომ უკ­რა­ი­ნა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში ათ­ჯერ მე­ტი ანაზღ­ა­უ­რე­ბა გქონ­დათ, თუ ასე­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ ჩა­მო­გიყ­ვა­ნათ?

- სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­მა. შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გიყ­ვარ­დეს ეს ქვე­ყა­ნა, მე რომ თქვენ­თან მო­ვი­დე, კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნო, მი­მი­ღებთ თბი­ლად, მაჭ­მევთ და მო­მივ­ლით. გაქვთ კარ­გი გზე­ბი, ჩვენ­თან, უკ­რა­ი­ნა­ში კი ცუ­დი გზე­ბი­ა, გაქვთ ბა­თუ­მი, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე ლა­მა­ზი­ა, რო­გორც ლას­-ვე­გა­სი. ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც აქვს მდი­და­რი ის­ტო­რია და ტრა­დი­ცი­ე­ბი და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ასე­ვე, შე­ვი­ძი­ნე მე­გობ­რე­ბი. აქ მეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიმ­ღე­რო კარ­გი სიმ­ღე­რე­ბი, მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ ფუ­ლი, თუ არ იქ­ნე­ბა კარ­გი იდე­ა, ფუ­ლით ვე­რა­ვინ მომ­ხიბ­ლავს. ა­რა­ერ­თი ოლი­გარ­ქის­გან მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა - რუ­სე­თი­და­ნაც, უკ­რა­ი­ნი­და­ნაც და სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც - ბევ­რი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, მაგ­რამ უინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ზე უარს ვამ­ბობ, რად­გან ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი ფუ­ლი არ არის.

- რა მოგ­წონთ ქარ­თველ მა­მა­კა­ცებ­ში?

- კა­ცი უნ­და იყოს მა­მა­კა­ცუ­რი და ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი სწო­რედ ასე­თე­ბი არი­ან - ძლი­ე­რე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი, კე­თი­ლე­ბი, სიმ­პა­თი­უ­რე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება