ვალერი მელაძემ საყვარლისგან გაჩენილი ვაჟი საჯაროდ გამოაჩინა

ვალერი მელაძემ საყვარლისგან გაჩენილი ვაჟი საჯაროდ გამოაჩინა

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე მეუღლე ირინასთან განქორწინებისთვის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა: მან ჯგუფ "ვიაგრას" ყოფილ სოლისტ ალბინა ჯანაბაევასთან შეძენილ ვაჟ კოსტიასთან ერთად ტელეგადაცემაში მიიღო მონაწილეობა. ადრე მელაძე ბავშვზე გავრცელებული ყველა ამბის კომენტარზე თავს იკავებდა. მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა.

ამ დღეებში ველარი მელაძის მეუღლე ირინასთან განქორწინების შესახებ სასამართლო განხილვა დაიწყო. მუსიკოსი სწრაფ გაყრას ითხოვს, ირინა კი უბრალოდ შერიგებას. სასამართლომ მომავალი მოსმენა 21 იანვარს დანიშნა და ამით მეუღლეებს ერთმანეთთან საქმის მოგვარების საშუალება მისცა.

ვალერიმ ამ დროის სასარგებლოდ გამოყენება გადაწყვიტა. 30 ნოემბერს რუსულ "პირველ არხზე" ფილმი "დამნაშავე არავინაა" გავა, სადაც მელაძე ვაჟთან ერთად კადრში პირველად გამოჩნდება.

"შვილებს ვაღმერთებ! მათ ყველას გრაფაში "მამა" გაჩენის დღიდან ჩემი სახელი უწერიათ", ამბობს მელაძე ფილმში.

მომღერალი ყვება, თუ როგორ ამაყობს უფროსი ქალიშვილი ინგათი, რომელიც ოქსფორდში სწავლობს: "ვფიქრობ, რაც არ უნდა გააკეთოს, წარმატებას მიაღწევს.. ჩვენ არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჩემს ძმა კოსტიას ვაჟი ვალერა ჰყავს, მე კი - ვაჟი კოსტია",-დასძენს მელაძე.

მომზადებულია StarHit-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება