საიდან დაითხოვეს მამულიჩა - "ეგენი ჩემს სისხლს წოვენ"

საიდან დაითხოვეს მამულიჩა - "ეგენი ჩემს სისხლს წოვენ"

"ჩემი ვამპირები", - ასეთ მინაწერს უკეთებს პროდიუსერი კახა მამულაშვილი (მამულიჩა) "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განთავსებულ ფოტოს, რომელზეც მასთან ერთად, "ახალი ხმის" მონაწილეები არიან გადაღებულები (ლელა წურწუმიას კონკურსანტები).

მამულიჩა აქტიურად და ინტენსიურად ესწრება რეპეტიციებს, თითოეულ მონაწილეს გულშემატკივრობს, თუ საჭიროა, შენიშვნასაც აძლევს და შემდგომ მათ გახალისებასაც ცდილობს - ბავშვები კლუბებსა და ბარებში დაჰყავს... ფიქრობს, რომ რინგზე კარგი გამოსვლისთვის კონკურსანტებს სტიმული სჭირდებათ... მოკლედ, პროდიუსერი ეკრანზე არ ჩანს, მაგრამ კადრს მიღმა აქტიურად მუშაობს...

- მამულიჩ, მართლაც ასე დიდ დროს უთმობ კონკურსანტებს?

- (სიცილით ამბობს) ეგენი ჩემს სისხლს წოვენ...

- ე.ი. კონკურსანტების ფსიქოლოგიურ განწყობაზე სერიოზულად ზრუნავ?

- ხომ იცით, ჩვენი ამბავი? სხვანაირად არ შეგვიძლია... ისე, ერთი კვირა აკრძალული კი მქონდა რეპეტიციებზე მისვლა. არ მოხვიდეო, - მითხრეს...

- რატომ? და ვინ დაგითხოვა იქიდან?

- ერთ-ერთ რეპეტიციაზე სუსტად წარსდგნენ და ლელამ მითხრა, - ესენი შენი განებივრებულები არიან და შენი აქ სიარული და ამ ბავშვებთან პროექტის მიღმა ურთიერთობაც უნდა დასრულდეს. სანამ შეცდომებს არ გამოასწორებენ, არსად აღარ წაიყვანო... ნომრები კარგად რომ ვერ წარმოადგინეს, მე დამბრალდა.

- ისე, ხუმრობა ხომ არ არის ამდენი ადამიანის მასპინძლობა...

- ახლა რა უშავთ, ექვსნი არიან, ადრე 12-ნი იყვნენ (ღიმილით ამბობს). ისე, ორი დღის წინ მითხრეს, სიტუაცია გამოსწორდა, საქმე კარგად მიდის, ბეჯითად მეცადინეობენ და რეპეტიციაზე მოსვლა შეგიძლიაო. მე კი დამიშვეს, მაგრამ კლუბებში სიარული მათ საბოლოოდ აუკრძალეს. მოკლედ, გართობა აკრძალული აქვთ: შენიშვნა ყველამ მივიღეთ და გავიგეთ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება