კიევში ცოცხალი ჯაჭვის აქცია დაიწყო

კიევში ცოცხალი ჯაჭვის აქცია დაიწყო

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ცოცხალი ჯაჭვის აქცია დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დამოუკიდებლობის მონუმენტთან 5 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ცოცხალ ჯაჭვში ჩასაბმელად.

ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეები კიევიდან პოლონეთის საზღვრამდე აპირებენ ჯაჭვის გავლებას.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, მარშრუტის სიგრძე 625 კილომეტრი იქნება. ცოცხალი ჯაჭვის ძირითადი ცენტრები კიევი-ჟიტომირი-როვნო-ლვოვი-პერემიშლი იქნება.

ამასთან, ორგანიზატორების ცნობით, ამ მასშტაბის ცოცხალი ჯაჭვისთვის დაახლოებით 520 ათასი ადამიანია საჭირო.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა აქციის პარალელურად, კიევის ევროპის მოედანზე, რეგიონების პარტიის კონტრაქცია იმართება, რომლის 10 ათასამდე მონაწილე უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდასაჭერად შეიკრიბა.

უკრაინული პრესის ცნობით, აქციებს შორის მილიციის კორდონი არ არის აღმართული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა