უკრაინა: საპროტესტო აქცია და დარბეული მომიტინგეები (ფოტორეპორტაჟი)

უკრაინა: საპროტესტო აქცია და დარბეული მომიტინგეები (ფოტორეპორტაჟი)

უკრაინული სამოქალაქო მოძრაობა  "საერთო საქმის" კოორდინატორის ალექსანდრ დანილიუკის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინის სპეცრაზმის "ბერკუტის" მიერ ევროინტეგრაციის მომხრეთა დარბევის შედეგად, 40 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი. ამის შესახებ უკრაინული "მეხუთე არხი" იუწყება.

ამასთან, ალექსანდრ დანილიუკის თქმით, დაკავებულია აქციის 33 მონაწილე, რომლებიც კიევის მილიციაში წაიყვანეს.

კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი ევროინტეგრაციის მომხრეები სპეცდანიშნულების რაზმმა "ბერკუტმა" წუხელ, გვიან ღამით რეზინის ხელკეტების გამოყენებით დაარბია.

ამ დროისთვის მოედანზე მობილიზებულია მილიცია, აქტივისტებმა კი თავი მიხაილის ტაძარს შეაფარეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა