ქათამი ბრინჯით და თევზის სალათა ზუზუს რეცეპტით

ქათამი ბრინჯით და თევზის სალათა ზუზუს რეცეპტით

ზაზა ბეჟაშვილი, ანუ ზუზუ კვლავ გამოჩნდა "ჩემი ცოლის დაქალებში", კატოზე გაბრაზებულმა დიტომ მისი ნათესავები სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ შორის აღმოჩნდა კატოს პირველი ქმარიც, რომელსაც ზუზუ ასახიერებს. მსახიობს კულინარიაზე სალაპარაკოდ შევხვდით, თუმცა ინტერვიუ სერიალზე საუბრით დავიწყეთ.

- ზუზუ, სერიალში კვლავ გამოჩნდი.

- რაც ძალიან მახარებს. იქ მისულმა აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომენატრა იქაური გარემო, ჯგუფი. წინასწარ მეც არ ვიცი, რა მოხდება სერიალში, მაგრამ ამ შაბათ-კვირას ისეთ ვიღაცას ხვდება ჩემი გმირი, ყველას გაგეცინებათ.

- ზუზუ, გურმანი ხარ?

- შეიძლება, არანორმალური პასუხია ამ რუბრიკის სტუმრისთვის, მაგრამ გურმანი ნამდვილად არ ვარ. ჭამა კი მიყვარს, ვიღაცები რომ ამბობენ, იმისთვის ვჭამ, რომ არ გარდავიცვალოო, მასეც არ ვარ, მაგრამ არც ისეთი გურმანი ვარ, ერთი კვირით ადრე რომ იციან, რა უნდა მიირთვან ერთი კვირის შემდეგ და შეკვეთებს აძლევენ ოჯახის დიასახლისებს. მიმბაძველი ვარ, ჩემ გარშემო ტიპები გემრიელად რომ მიირთმევენ, მახსენდება, ეს სასიამოვნო პროცესი რომ არის.

- ვინ ზრუნავს შენს გამოკვებაზე?

- კვების ობიექტები, კაფე-ბარები. დედა ამ მხრივ ცოტა ზარმაცია. კერძების გამოგონებაში ბადალი არ ჰყავს, მაგრამ ძირითადად არ ამზადებს. თუ გააკეთა რამე, ყოველთვის გემრიელი გამოსდის, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

- რომელია შენი საყვარელი პროდუქტი, კერძი?

- თევზი მიყვარს ძალიან, მაგრამ არა ქინძმარში. ბევრნაირი თევზი მიყვარს, ორაგული, ხიზილალა, სუშისაც გეახლებით, ყველი არის ის პროდუქტი, რომელიც ყველაფერთან შემიძლია მივირთვა, ვგიჟდები ელარჯზე.

- არის ისეთი პროდუქტი, რომელიც არ გაგისინჯავს და არც გაქვს ამის სურვილი?

- ძალიან ბევრი. მაგალითად, ხაში, ცხვრის ხორცი, შაურმა. თურქეთში ვიყავით ერთხელ, იქ ხომ მაგარ "ხოდშია" ცხვრის ხორცი, მისგან შაურმას ამზადებენ. ჩემი მეგობარი ილია ებიტაშვილი გადამეკიდა, ვჭამოთ შაურმაო, წინასწარ ვთხოვე, ცხვრის ხორცი არ ჩამიდოთ-მეთქი და სირაქლემას ხორცით ვჭამე. დიდი არაფერი იყო, მაგრამ რაც მთავარია, ცხვარი არ იყო. თან, იმდენად მიყვარს ცხვარი, მეცოდება. ზოგადად, მე გარკვეულწილად ვეგეტარიანელი ვარ, ხორცს კი ვჭამ, მაგრამ სოფელში რომ გამოეკიდებიან ქათამს, თავს წააცლიან და მერე ჭამენ, ამას ვერ გავაკეთებ. ცოცხალი თუ მყავს ნანახი, ქათამია ეს თუ ღორი, შანსი არ არის, ვერ შევჭამ, თან ცოტა ზიზღიანიც ვარ.

- თავად თუ მოგიმზადებია კერძი?

- როგორ არა, მომიმზადებია. მარტოც მიცხოვრია და შესაბამისად, მზარეულის ფუნქციაც შემითავსებია თავის ბაზარში წასვლით და ამბებით. სხვათა შორის, გემრიელი გამომდის ყველაფერი, რასაც ვამზადებ. კარტოფილის შეწვის ჩემი ტექნოლოგია მაქვს და ყოველთვის თავად ვიმზადებ, ძალიან წვრილად ვჭრი და ცხელ ტაფაზე ვწვავ ბევრ ზეთში, რაც მთავარია, ტაფა გაცხელებული უნდა იყოს, სანამ კარტოფილს ჩაყრი და მხოლოდ ერთხელ უნდა მოურიო. კიდევ კიტრისა და პომიდვრის სალათს ვამზადებ, ყველიც თუ მაქვს, ამ კერძს არაფერი სჯობს. ეს არის ჩემი სახლის საჭმელი. ჩახოხბილი და რაღაც ეგეთი ხორცეულობა არ მევასება. კი არ ვესთეტობ, არ მიყვარს. ნაბახუსევზე არასდროს არ მახსენდება ხაში, ვერც ვხვდები, რატომ უნდა მომინდეს. ზოგადად, სიმწარე და სიმჟავე მომწონს. ერთხელ მოსკოვში აგარაკზე დამპატიჟეს, ხომ ვითომ არაფერი, ჩვეულებრივი "სილიოტკა", მოხარშული კარტოფილი ყველას გვიჭამია ერთად, მაგრამ ისე იყო მომზადებული, გვერდით პატარა მჟავე კიტრები, არაყი... ასეთი გემო იშვიათად მიგემია.

- ეგზოტიკურ კერძებზე რას მეტყვი?

- ზღვის პროდუქტები მიყვარს, კრევეტები, კიბორჩხალები, რვაფეხა. გველის პაშტეტიც გამისინჯავს ინტერესისთვის. ადრე ბაყაყის ხორცი ვჭამე თბილისში ერთ-ერთ რესტორანში. არავინ არ ჭამა, მე მგონი, ვიტიპე და მაგიტომ ვჭამე.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება