კიევის ცენტრში 1-ელი დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მასობრივი აქციების ჩატარება აიკრძალა

კიევის ცენტრში 1-ელი დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მასობრივი აქციების ჩატარება აიკრძალა

კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ ქალაქის ცენტრში 1-ელი დეკემბრიდან 2014 წლის 7 იანვრის ჩათვლით მასობრივი აქციების ჩატარება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ადვოკატ ევგენია ზაკრევსკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ქალაქ კიევის ადმინისტრაციის სარჩელი",-აცხადებს მოპასუხე მხარის ადვოკატი.

მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება რამდენიმე ქუჩაზე ითხოვდა აქციების ჩატარების აკრძალვას. კერძოდ: ბანკოვის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაა განთავსებული, გრუშევსკის ქუჩაზე, სადაც პარლამენტი მდებარეობს, ბოგომოლეცის ქუჩაზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაა. მერია ასევე ითხოვდა აქციების ევროპის მოედანსა და თავისუფლების მაიდანზე ჩატარების აკრძალვას.

რაც შეეხება ევროინტეგრაციის მომხრეებს, ისინი ამ დრომდე იმყოფებიან კიევის ცენტრში, მიხაილოვსკის მოედანზე, სადაც ევრომაიდანზე მომხდარი დარბევის შემდეგ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები დღეს გეგმავენ ტარას შევჩენკოს ძეგლთან შეკრებას და იქედან აპირებენ კოლონებად დაიძრან თავისუფლების მაიდანისკენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა