ბერლუსკონის მეგობარმა გოგონამ რომის პაპს შეწყალება სთხოვა

ბერლუსკონის მეგობარმა გოგონამ რომის პაპს შეწყალება სთხოვა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის მეგობარმა გოგონამ, 27 წლის ფრანჩესკა პასკალემ რომის პაპ ფრანცისკს დახმარების თხოვნით მიმართა.

პასკალემ პაპს წერილი მისწერა, რომელშიც ბერლუსკონის შეწყალება სთხოვა. პოლიტიკოსს საგადასახადო თაღლითობისთვის ერთი წლით საზოგადოებრივი სამუშაოები მიუსაჯეს და იტალიის პარლამენტში ადგილი დაკარგა.

გარდა ამისა, ყოფილი ნეაპოლელი გამყიდველი რომის პაპს აუდიენციას სთხოვს, რომლის დროსაც იგი ბელუსკონის უდანაშაულობაზე შეძლებს საუბარს. ვატიკანი 77 წლის პოლიტიკოსის ახალი საყვარელის თხოვნას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

პასკალემ მიმართვის ადრესატის არჩევანი ახსნა იმით, რომ მისი პარტნიორის პოლიტიკურ ოპონენტთან პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოსთან საუბრის აზრს ვერ ხედავს.

ამავე დროს, თავად ბერლუსკონიმ დაადასტურა, რომ მიუხედავად თავსდამტყდარი უსიამოვნებებისა, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, იმისთვის რომ პოლიტიკურ ძალას უხელმძღვანელო, აუცილებელია პარლამენტის წევრი იყო.

ყოფილ პრემიერ მინისტრს მედია-ჰოლდინგ Mediaset-ის აქტივებთან დაკავშირებით ფინანსური მაქინაციების საქმეზე სასჯელის ძალაში შესვლის შემდეგ სენატორის სტატუსი ჩამოართვეს. ბერლუსკონის აზრით, ეს მემარცხენე ძალების შეთქმულების შედეგია, რომლებიც მის წინააღმდეგ მთელი მისი კარიერის მანძილზე იბრძვიან.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა