რეპერული ოჯახის დანგრევის მიზეზი - რატომ დატოვა შავმა პრინცმა ფეხმძიმე ბაბე

რეპერული ოჯახის დანგრევის მიზეზი - რატომ დატოვა შავმა პრინცმა ფეხმძიმე ბაბე

ბაბე ორი კვირის წინ "რუსთავი 2" -ის ეთერში გამოჩნდა და "ნიჭიერის" კონკურსანტ დრიფტიორთან ერთად სახიფათო ნომერში მიიღო მონაწილეობა. გოგონა რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად ცხოვრობს და საღამოობით ერთ-ერთ კლუბში ცეკვავს. ალბათ, რთულია ამოიცნო დღევანდელ ბაბეში რამდენიმე წლის წინ შოუბიზნესში გამოჩენილი რეპერი გოგონა. მაშინ ბაბეს კარიერულ წინსვლაში რეპერი შავი პრინცი ეხმარებოდა. შემდეგ გავრცელდა ხმა, რომ პრინცმა ბაბე ცოლად მოიყვანა და წყვილი საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა.

ამ ისტორიიდან რამდენიმე წელი გავიდა. დაახლოებით ერთი წლის წინ შავი პრინცი ისევ გამოჩნდა, თუმცა შეცვლილი. სცენურ სახელად "პრინცი-პი" შეარჩია და ქართულ შოუბიზნესში დაბრუნება გადაწყვიტა. მაშინ რეპერი "ნიჭიერში" ერთ-ერთ კონკურსანტადაც ვიხილეთ, მაგრამ ფინალში ვერ მოხვდა. ბაბე ამბობს, რომ აკაკი ბაბუნაშვილი მუსიკას დღესაც წერს, თუმცა ისინი ერთად აღარ არიან. გოგონასთან ინტერვიუს ჩაწერა "ნიჭიერში" მისი გამოჩენის შემდეგ გადავწყვიტეთ. გვინდოდა, ახალგაზრდა და სექსუალური მოცეკვავისთვის ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცების გარეგნული მონაცემების შეფასება გვეთხოვა, მაგრამ სანამ მთავარ თემაზე გადავედით, აღმოჩნდა, რომ ამ წლების განმავლობაში მოცეკვავე გოგონას ძალიან ბევრი დაუგროვდა სათქმელი და საკმაოდ დიდი ტკივილიც გადაიტანა.

- ყველა ფსევდონიმით მიცნობს, ამიტომ თქვენი მკითხველისთვისაც ბაბედ დავრჩები. 27 წლის ვარ და ამ ეტაპზე ერთ-ერთ კლუბში ვცეკვავ. მანამდე სხვა კლუბებშიც ვცეკვავდი. ვმონაწილეობდი "კომედი ჯგუფის" სკეტჩებშიც, როცა სჭირდებოდათ. დღემდე ასეა. ცოტა ხნის წინაც მქონდა ჩაწერა. საზოგადოებამ დაახლოებით ექვსი წლის წინ რეპერ ბაბედ გამიცნო. ჩემს სიმღერას "გაიჩალიჩებ" სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. სიმღერა რეპერ შავ პრინცს ეკუთვნოდა და ჩემი ფსევდონიმის ავტორიც ის გახლავთ. მეუბნებოდა, რომ ბაბედ მან მომნათლა. აკაკის ერთ-ერთ ძველ ნამუშევარს ერქვა "ბაბე - ჰიპ-ჰოპის დედოფალი" .

- მახსოვს, მისი მეუღლე იყავით...

- დიახ, საერთო შვილიც გვყავს, ოთხი წლის გოგონა, მაგრამ ამ ეტაპზე ერთად აღარ ვართ. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

- დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად ქუთაისში გადახვედით...

- პირველი პერიოდი თბილისში ვცხოვრობდით და შემდეგ ქუთაისში მოგვიწია გადასვლამ. ორი წელი იქ ვცხოვრობდით. უბანს ბალახვანი ერქვა. მაშინ ქუთაისურ კილოზე ვლაპარაკობდი (იღიმის). ეს არ იყო ტრაგედია, როდესაც ადამიანი გიყვარს, უდაბნოშიც კარგად იგრძნობ თავს. თან ქუთაისი კარგი ქალაქია, მუსიკალური, ერთი სფეროთი არ შემოიფარგლებიან, სხვადასხვანაირ მუსიკას უსმენენ. თან განსხვავებულად აცვიათ...

- თბილისში რატომ დაბრუნდი?

- აკაკის რუსეთში მოუხდა წასვლა, საქმის გამო დაუძახეს და ამ შანსის დაკარგვა არ უნდოდა. მაშინ შეეცადა, საკუთარი ძალები იქაც მოესინჯა. მისი წასვლის შემდეგ მე თბილისში დავბრუნდი. ამ დროს მერჩივნა, ჩემს მშობლებთან მეცხოვრა, რადგან ფეხმძიმედ ვიყავი.

- აკაკის წასვლის გამო დაინგრა თქვენი ოჯახი?

- არა, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც საყვარელი ადამიანი შეიძლება, დიდხანს ვერ ნახო, უფრო გენატრება, მაგრამ ამ მონატრებასაც აქვს რაღაც ზღვარი და ჩვენ ამ ზღვარს გადავცდით. ასაკიანი ადამიანები ინტერვიუს რომ წაიკითხავენ, გაიხსენებენ, რომ ადრე ცოლები ომში წასულ ქმრებს 5-6 წელს ელოდნენ, მაგრამ დღეს არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება