უკრაინის შს მინისტრი მომიტინგეების დაშლისას ძალის გადამეტების გამო ბოდიშს იხდის

უკრაინის შს მინისტრი მომიტინგეების დაშლისას ძალის გადამეტების გამო ბოდიშს იხდის

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო ევრომაიდანზე მომიტინგეების დაშლისას სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების გამო ბოდიშს იხდის, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციაო სააგენტო УНН ავრცელებს.

"მე მინდა ბოდიში მოვიხადო ძალის გადამეტების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა კიევის ცენტრში, ევრომაიდანზე, შაბათ ღამეს", - აცხადებს ზახარჩენკო.

მინისტრის თქმით, ის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ძალის გამოყენების და მისი ეს პოზიცია ქვეშევრდომებისთვისაც იყო ცნობილი. ორი დღის წინ, დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინის სპეცრაზმ "ბერკუტის" მიერ ევროინტეგრაციის მომხრეთა დარბევის შედეგად, 40 ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. აქციის 35 მონაწილე კი დააკავეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა