იოკო ონო: "ბითლზის" დაშლას ტყუილად მაბრალებენ"

იოკო ონო: "ბითლზის" დაშლას ტყუილად მაბრალებენ"

ლეგენდარული ჯონ ლენონის ქვრივი, იოკო ონო ექსცენტრული ხასიათით და სკანდალებით არის ცნობილი, მის ყველა ინტერვიუს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

ლენონისა და "ბითლზის" თითქმის ყველა გულშემატკივარი მას ვერ იტანს და ჯგუფის დაშლაში ადანაშაულებს. როგორც ჩანს, იოკო ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალწლიანმა მითქმა-მოთქმამ ძალიან დაღალა და ჟურნალ US magazine-სთან ინტერვიუში ყველაფერი უარყო.

"მთელი ცხოვრება მესმის, რომ "ბითლზის" დაშლა ჩემს კისერზეა. საერთოდ არაფერ შუაში ვარ და ეს ბრალდებები იმას გავს, როდესაც ციხეში სრულიად უდანაშაულოდ იხდი სასჯელს; მკვლელობას რომ გაბრალებენ, დაგაპატიმრებენ და საკანს თავს ვერ აღწევ", - ამბობს იოკო.

მომზადებულია US magazine-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება