ცნობილი ადამიანები ხშირად გამოდიან ერთსქესიანი სიყვარულის დასაცავად, ბევრი აღიარებს კიდეც თავის არატრადიციულ ორიენტაციას. წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებიც ბისექსუალები არიან.
ანჯელინა ჯოლი - წარსულში ანჯელინა შემჩნეული იყო სასიყვარულო ურთიერთობაში იაპონური წარმოშობის მოდელთან ჯენი შიმიცუსთან. 2005 წელს ჯოლიმ აღიარა კიდეც, რომ არ უყვარს გამხდარი გოგოები: ”მას შემდეგ რაც გოგოებთან შეხვედრა დავიწყე, მივხვდი, რომ საერთოდ არ არის სასიამოვნო ”ჩხირთან” ჩახუტება”.
ბრაიან მოლკო - Placebo-ს სოლისტის შემხედვარე, ალბათ, იფიქრებთ, რომ მომღერალი მხოლოდ მამაკაცებითაა გატაცებული, მაგრამ ბრაიანს ქალებიც ხიბლავს. ”საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ბისექსუალი ვარ. მე ვნებას ცოდვად არ ვთვლი. ადამიანები სექსით იმდენჯერ და ისე უნდა დაკავდნენ, როგორც მოესურვებათ, მაშინ ისინი ნაკლებ დაძაბულები იქნებიან”, - ამბობს მოლკო.
მეგან ფოქსი - ის ამჟამად მეორე ბავშვზეა ორსულად, მაგრამ რამდენიმე წლის წინ მან პროვოკაციული განცხადება გააკეთა. მეგანმა აღიარა, რომ ბისექსუალი იყო. ”მე ბისექსუალი ვარ, მაგრამ ამავე დროს ძალიან ეგოისტი - არასდროს მექნებოდა რომანი ბისექსუალ ქალთან, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ის მამაკაცთანაც დაწვებოდა. ამ კუთხით კი მე მეტისმეტად მომთხოვნი ვარ და სხვისი ნარჩენების მიღება არ მიყვარს. საკუთარ ლოგინში მხოლოდ ნამდვილ ლესბოსელს დავპატიჟებ”,- განაცხადა მაშინ მეგანმა.
დევიდ ბოუვი და სუპერმოდელლი იმანი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მყარი წყვილია შოუ-ბიზნესის სამყაროში. მაგრამ ჯერ კიდევ 70-იანებში ბოუვი ამბობდა, რომ ბისექსუალი იყო და მამაკაცების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. ”ბისექსუალობა - ეს ყველაზე საუკეთესოა, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა”,- ამბობდა მომღერალი.
დრუ ბერიმორი - მსახიობმა არქიტექტორ უილ კოპერმანთან ბედნიერება იპოვა და მისგან მეორე ბავშვსაც ელოდება, თუმცა ადრე მან თავისი სექსუალური გატაცება აღიარა. ”მყავდა მეგობარი გოგონები, თუმცა მათთან სერიოზული ურთიერთობის აგება არასდროს გამოდიოდა”, - თქვა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ემბერ ჰარდი - ჯონი დეპის საყვარელი წარსულში უარს არ ამბობდაქალებთან ურთიერთობაზე. უფრო მეტიც, ის ცოტა ხნით ჯონისაც კი დაშორდა, რათა არჩევანი მოდელ მარი დე ვილპენსა და დეპს შორის გაეკეთებინა. საბოლოოდ, ემბერმა ჯონი დეპი აირჩია.
ფერჯი - მსახიობ ჯოშ დუჰამელთან მომღერალს ცოტა ხნის წინ შვილი შეეძინა, თუმცა ადრე მომღერალი თავისი ბისექსუალობის შესახებ აცხადებდა. Black Eyed Peas-ის სოლისტს ქალებთან რომანები ჰქონია, მაგრამ ხანმოკლე და არასერიოზული.
ლინდსი ლოჰანი - ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ლინდსი ლოჰანი ერთსქესიან ურთიერთობებს მიესალმება. მსახიობი, რომელიც ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარებისთვის არაერთხელ დაუდანაშაულებიათ, აცხადებს, რომ სექსუალურ ცხოვრებაში მისთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ”ერთნაირად კარგად ვარ ქალებთანაც და კაცებთანაც. ლესბოსელი არ ვარ. მიყვარს ადამიანები და მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რა სქესის არიან”, - ამბობს მსახიობი.
ლედი გაგა - მიუხედავად იმისა, რომ გაგას საყვარელი მამაკაცი ჰყავს, ის თავის სექსუალურ გატაცებებზე ღიად საუბრობს. ”მიყვარს სექსი და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა სქესისაა პარტნიორი. ვწუხვარ, რომ ჩემს ბოიფრენდებს ეს არ ესმით. მათ აშინებთ ის, რომ ქალებიც მომწონს”,- ამბობს გაგა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია lady.mail.ru-ს მიხედვით.