ვინ აიძულებს მაკა ძაგანიას ფულის ფლანგვას

ვინ აიძულებს მაკა ძაგანიას ფულის ფლანგვას

სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობი ხისტ და პირდაპირ თინას რეალურად სულაც არ ჰგავს, ცხოვრებაში მასთან ურთიერთობა ბევრად უფრო მარტივია და შეუძლია, ნებისმიერ თემაზე საინტერესოდ გესაუბროს. ამჯერად მაკა ძაგანია ''ფულის გემოში'' ჩავწერეთ და ისიც გავიგეთ, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში 12 ლარზე უმუშავია... დღეს კი ჩვენი რესპონდენტი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალის მთავარი გმირია.

- ილიაუნის თეატრში ვუშვებთ ახალ სპექტაკლს, ''ვახშამი ბრიყვთან'' . ეს გახლავთ ფრანგი დრამატურგის პიესა, რომელზეც ფილმიცაა გადაღებული, კომედიური ჟანრისაა. ახლა წინასაპრემიერო ვნებათაღელვაა, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული იმ თვალსაზრისით, რომ რემონტის შემდეგ თეატრი სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნება, ამიტომ ყველა ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი მოვლენისათვის.

- რაც შეეხება სერიალს, იგეგმება შენი გმირის ახალი ხაზით განვითარება?

- წინასწარ არ ვიცი და ერთი მხრივ კარგიცაა, რადგან ალბათ ჟურნალისტები მაინც გამომტეხდით და მათქმევინებდით რამეს (იღიმის). პეტრესა და თინას ურთიერთობაში წინსვლა შეინიშნება, მაგრამ როგორ განვითარდება, არ ვიცი. სხვა რა გითხრათ, თინა აგრძელებს დაქალებისათვის დემაგოგიურად ჭკუის დარიგებას. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ფორმაშია.

- მაკა თუ არიგებს თავის მეგობრებს ჭკუას?

- მე არ ვარ თინასნაირი ხისტი და პირდაპირი, რჩევას ვაძლევ მაშინ, როცა ვხვდები, რომ ნამდვილად სჭირდებათ, ან კიდევ, როცა აზრს მეკითხება ვინმე. არ მიყვარს, როცა სხვა ჩემს ცხოვრებაში ერევა და არც მე ვაკეთებ ამას.

- სერიალში თინა ოჯახის ფინანსური საყრდენია. როცა მამაკაცი გვერდით არ გიდგას, რეალურ ცხოვრებაში როგორია ოჯახის ფინანსებზე ფიქრი?

- მე გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ მყავს დედა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადია კინოინდუსტრიაში, ამიტომ ოჯახი მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუმცაღა ყოფილა პერიოდები, როცა დედასაც არ ჰქონია სამსახური და მხოლოდ ჩემს ხელფასზე ვყოფილვართ, ან კიდევ მე არ მქონია სამუშაო და დედას შემოსავლის ამარა დავრჩენილვართ და ა.შ. ორივე ვუმკლავდებით ოჯახურ პრობლემებს.

- ზოგადად, მფლანგველი ხარ?

- კი, თუ ფული მაქვს, ხარჯვაც მიყვარს. მსიამოვნებს ახლობელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთება, თან სულ ვცდილობ, ისეთი რამ ვუსახსოვრო, რაც მოეწონება. ახლა სია მაქვს ჩამოწერილი, ვისთვის მაქვს დაბადების დღის საჩუქრები საყიდელი. ამაზე სულ ვნერვიულობ, რადგან მჭირდება დრო, რომ გავიდე და ეს საჩუქრები ვიყიდო. მოკლედ, ფულის ფლანგვა მიყვარს საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც, აი, ჩემი შვილი კი მაიძულებს, ვფლანგო. სერიოზული მოთხოვნები აქვს, რაც ნამეტანია.

- რას ეხება ეს მოთხოვნები?

- ყველაფერს, ყოველდღიური ხარჯებიდან დაწყებული, ტექნიკით დამთავრებული, ყველანაირად ცდილობს, გამძარცვოს (იღიმის). თან, რაც მთავარია, ჩემს საფულეში ცხოვრობს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება