გერმანელი პოლიციელები სპეციალური სმარტფონით ნეონაცისტური შინაარსის მუსიკას ამოიცნობენ

გერმანელი პოლიციელები სპეციალური სმარტფონით ნეონაცისტური შინაარსის მუსიკას ამოიცნობენ

გერმანელ პოლიციელებს სმარტფონებში ჩატვირთული აპლიკაცია დაეხმარება როკ-მუსიკაში ნეონაცისტური, ან რასისტული შინაარსის ტექსტი ამოიცნონ.

ამ კვირაში დანიშნულ შეხვედრაზე მინისტრები ნეონაციზმის საკითხზე იმსჯელებენ. გერმანიაში ნეონაცისტური მუსიკის აყვავება სერიოზულ პრობლემად იქცა. ექსტრემისტული ჯგუფებში ყოველდღე წევრიანდებიან ახალგაზრდები. გერმანიის კონსტიტუცია კი ნაციზმის განდიდებას კრძალავს.

შარშან გამოცემა "დერ შპიგელი" წერდა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის პატარა სოფელი იამელი, ნეონაციზმის ცენტრად იქცა. იამელის შესასვლელთან დგას თვითნაკეთი ბანერი (Braunau am Inn; ბრაუნაუ - 855კმ), რომელიც ისრით ჰიტლერის დაბადების ადგილისკენ მიანიშნებს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ადგილობრივი მცხოვრებლები შეხვედრისას ნაცისტური მისალმების შესაბამისად ხელს მაღლა სწევენ, სახლებზე ნაცისტური ბორჯღალი აქვთ გამოსახული, ხოლო ტყეში სასროლი მოედანია მოწყობილი.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დეკემბერში ქვეყანას ნაციზმის იდეოლოგიასთან ბრძოლისკენ მოუწოდა. 2010 წელს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპაში ნაციზმის დაბრუნების საშიშროებაზე განაცხადა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა