ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ლამაზ ქალებს ხელთათმანივით იცვლის. როდესაც ჟურნალისტები მსახიობის საყვარლის პირად მონაცემებს აგროვებენ, ლეონარდოს უკვე ახალი პარტნიორი ჰყავს, თუმცა როგორც ჩანს, ლამაზმანებთან ურთიერთობით ვარსკვლავი დაიღალა და ცოტა ხნით მამაკაცებზე გადაინაცვლა.
ლეონარდო ფლორიდაში მეგობარ ბიჭებთან ერთად ისვენებს. პაპარაცებმა კაცების კომპანიაში ერთი გოგონაც კი ვერ შენიშნეს. ყველაზე სასურველი სასიძო დღემდე უცოლოა, ლეონარდოს გულის მოგება ვერავინ შეძლო. მსახიობი პატიოსან გოგონას ეძებს და დარდობს, რომ ასეთი ქალი ჰოლივუდში ვერ ნახა. ლეონარდოს დედა ირმელინი მოუთმენლად ელის, როდის აჩუქებს ვაჟი ნანატრ შვილიშვილებს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.