ხორვატებმა ბობ დილანი მათ მიმართ შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს

ხორვატებმა ბობ დილანი მათ მიმართ შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს

საფრანგეთის ხორვატულმა თემმა ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბობ დილანი შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა.

სარჩელის მიზეზი ჟურნალ Rolling Stone-ის ფრანგულ ვერსიაში ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული დილანის განცხადება გახდა. გამოცემასთან ინტერვიუში დილანმა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვითა და პაციფისტური პოზიციითაა ცნობილი, ხორვატები და ნაცისტები ერთ რანგში მოიხსენია.

აშშ-ის შავკანიანი და თეთრკანიანი მოსახლეობის ურთიერთობაზე საუბრისას მომღერალმა თქვა: "თუ თქვენ კუ-კლუკს-კლანის სისხლი გიჩქეფთ, მაშინ შავკანიანი ამერიკელი ამას აუცილებლად იგრძნობს. ისევე, როგორ ებრაელები ნაცისტურ სისხლს გრძნობენ, სერბები კი ხორვატულს". განცხადება ხორვატული თემის წარმომადგენლებს მხედველობიდან არ გამორჩენიათ და დილანი შეურაცხყოფასა და შუღლის გაღვივებაში დაადანაშაულეს.

სარჩელს პარიზის სასამართლო განიხილავს. გასულ თვეში დილანი საფრანგეთში ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება