"ჩვენ ვართ ქვეყანა - უკიდურესი გაჭირვებით; გაუნათლებელი საზოგადოებით; შეუწყნარებელი და დაკომპლექსებული ხალხით"

"ჩვენ ვართ ქვეყანა - უკიდურესი გაჭირვებით; გაუნათლებელი საზოგადოებით; შეუწყნარებელი და დაკომპლექსებული ხალხით"

დავით ზურაბიშვილის ვაჟი, სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქართულ საზოგადოებასთან პარალელს ავლებს.

"ვუყურებ უკრაინას და ვხვდები, რომ ასოცირების ხელმოწერის, პარაფირების, მასტურბირების და მსგავსი ტერმინების მიუხედავად, უკრაინელები ბევრად უფრო ახლოს არიან ევროპასთან ვიდრე ქართველები.

ჩვენ ვართ ქვეყანა - უკიდურესი გაჭირვებით; არ არსებული ინფრასტრუქტურით; დათრგუნული, გაუნათლებელი საზოგადოებით; ჩაკეტილი და დაკომპლექსებული ხალხით, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი ადამიანი მყისიერად განსაჯონ და ჯვარზე გააკრან.

ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც აბსოლუტურად შეუწყნარებელია ყველანაირი უმცირესობის მიმართ; საზოგადოება, რომელიც 9 წელი ტოტალიტარულ, ძალადობრივ რეჟიმში ცხოვრობდა და სახელმწიფო ამას დემოკრატიად ასაღებდა; საზოგადოება, სადაც გონიათ, რომ ყველაფერი იციან და ამ დროს - არაფერი იციან. ჩვენ ვართ უკუღმართი ტრენდების და ორმაგი სტანდარტების ქვეყანა, სადაც "კაი ტიპობა" ხან მექრთამეობა იყო, ხან ძველ-ბიჭობა, ხან მარფინისტობა და ხან კლუბის ბნელ კუთხეში "გასული" დგომა. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც გოგოები ფულის და ძალაუფლების მქონე პარტნიორების ხამები არიან და ბიჭები კიდე ასეთი გოგოების ფანები; ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც სუფრაზე ტფილისის სადღეგრძელოს სვამენ და მერე ნასუფრალს ქუჩაში ტოვებენ. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ყველანაირ სიახლეს ისე იღებს, როგორც საფრთხეს; საზოგადოება, სადაც ყველა ქრისტიანია და ქრისტე კი ერთეულებშია; საზოგადოება, სადაც ყველა მარტო თავის ტრაკზე ფიქრობს და ამავე დროს - თავს ქველმოქმედად ასაღებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც სავსეა პირფერი, ამპარტავანი, დაკომპლექსებული, შეუწყნარებელი, მშიშარა, მონური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანებით.

მიუხედავად ამ მძიმე სიტუაციისა, მე მჯერა რომ ყველაფერი დალაგდება, რადგან მოდის ახალი თაობა, რომელსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია. მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ ნამდვილი ევროპული ტიპის, თვითმყოფადი სახელმწიფოს შექმნას. ფასადურად კი არ მივბაძავთ ვინმეს, არამედ თვითონ ავაშენებთ ლიბერალური, ევროპული ტიპის ქართულ საზოგადოებას, სადაც ყველასთვის იქნება ადგილი.

როდესაც ამას მოვახერხებთ, სწორედ მაშინ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. სწორედ მაშინ მოუნდებათ ჩვენს ძმებს, ჩვენთან დაბრუნება, რადგანაც რუსეთს, ჩვენგან გასხვავებით, ამ ყველაფრის არანაირი პერსპექტივა არ აქვს", - წერს ზურაბიშვილი.

კიევში უკრაინის მთავრობის გადადგომისა და ევროინტერგაციის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციები მეორე კვირაა მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: იანუკოვიჩი მზად არის, მხარი დაუჭიროს მთავრობის გადადგომას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს