სასამართლომ ობამას ბიძას აშშ-ში დარჩენის უფლება მისცა

სასამართლომ ობამას ბიძას აშშ-ში დარჩენის უფლება მისცა

ბოსტონის (მასაჩუსეტსის შტატი) საემიგრაციო სასამართლომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბიძას, 69 წლის ონიანგო ობამას, რომელიც აშშ-ში 20 წელი არალეგალურად ცხოვრობდა, ქვეყანაში დარჩენის უფლება მისცა.

მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას, საემიგრაციო პოლიტიკის ფედერალური კანონით იხელმძღვანელა, რომელიც აშშ-ში 1972 წლამდე ჩასულ ადამიანებს ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების უფლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

მოსამართლის წინაშე გამოსვლისას, ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ში 50 წელზე მეტხანს ცხოვრობდა, გადასახადებს ყოველთვის კეთილსინდისიერად იხდიდა და მხოლოდ ერთხელ დააპატიმრეს.

ონიანგო ობამა კენიიდან აშშ-ში 1963 წელს, 17 წლის ასაკში ქალაქ კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი) ელიტარულ სკოლაში სასწავლებლად ჩავიდა. მას ქვეყანა 1970 წლამდე უნდა დაეტოვებინა.

მომზადებულია The Boston Globe-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა