მირანდა კერი მილიარდერს ხვდება

მირანდა კერი მილიარდერს ხვდება

30 წლის ავსტრალიელი სუპერმოდელი მირანდა კერი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მსახიობ ორლანდო ბლუმს დაშორდა, მილიარდერს ხვდება. მოდელის რჩეული 46 წლის ჯეიმს პაკერია. ამის შესახებ Sydney Morning Herald-ი წერს.

პარკერი, მირანდას მსგავსად, მეუღლეს ახლახან დაშორდა. მისი ყოფილი ცოლი ერიკა პარკერ-ბაქსტერია, რომელთანაც მილიარდერს 3 შვილი ჰყავს. პარკერის ქონება ”ფორბსის” მონაცემებით, 6 მლრდ დოლარია.

თავის მხრივ, მირანდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი  მოდელების ათეულში შედის.

კერი და ბლუმი ქორწინებაში 3 წელი იმყოფებოდნენ.  2011 წელს წყვილს ვაჟი - ფლინი შეეძინა. მირანდას და ორლანდოს დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო იშვიათად უწევდათ ერთად ყოფნა, შედეგად, წყვილი ერთმანეთს ”მეგობრულად” დაშორდა.

მომზადებულია smh.com.au-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება