ჰიუ ჰეფნერის 22 წლის ვაჟი მამის კვალს გაჰყვა

ჰიუ ჰეფნერის 22 წლის ვაჟი მამის კვალს გაჰყვა

ჰიუ ჰეფნერის 22 წლის ვაჟი კუპერ ჰეფნერი, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მამის დაარსებული Playboy-ის იმპერიის საქმიანობით აქტიუად ინტერესდება.

მამაკაცების ჟურნალის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე უმცროსი ჰეფნერის ქცევით თუ ვიმსჯელებთ, იგი იმპერიის მემკვიდრის როლს ითავისებს. ამ დღეს კრისი 39 წლის სუპერმოდელ კეიტ მოსს არ მოშორებია და ხშირად ეხუტებოდა.

აღსანიშნავია, რომ კეიტმა Playboy-ის კურდღლის ტრადიციული კოსტუმით ჟურნალის საიუბილეო ნომერი დაამშვენა.

კუპერი - ჰეფნერის ორი ვაჟიდან ერთ-ერთია, რომელიც მას მოდელმა კიმბერლი კონრადმა გაუჩინა (წყვილი 10 წლის განმავლობაში 1989-დან 1999 წლამდე იყო დაქორწინებული). გარდა ამისა, პირველი ცოლისგან, მილდრედ უილიამსისგან ჰეფნერს ორი შვილი - 61 წლის კრისტინა და 58 წლის დევიდი ჰყავს. 2009 წელს კრისტინა ჰეფნერმა Playboy Enterprises-ის პრეზიდენტისა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა, როგორც ჩანს, იგი კუპერს დაუტოვა. ახლახან, კუპერ ჰეფნერმა, რომელმაც უნივერსიტეტი სპეციალობით "რეჟისურა და ისტორია" დაამთავრა, განაცხადა, რომ მამის კომპანიის შესახებ მეტის გაგება სურს.

რა თქმა უნდა, კუპერისა და მისი ძმის, მარსტონის ბავშვობა ისეთივე არ იყო, როგორც თანატოლების, რადგან ისინი Playboy-ის სახლის მეზობლად ცხოვრობდნენ.

"მამაჩემმა Playboy-ის სამფლობელოს გვერდით დედას სახლი უყიდა, რომელიც მაშინ მოდელი იყო, მე და ჩემს ძმას ორივე სახლში ოთახები გვქონდა. როდესაც მამას წვეულებები ჰქონდა, დედასთან ვრჩებოდით. მაგრამ როდესაც 14-15 წლისანი გავხდით, ამ წვეულებებზე მოხვედრას ვცდილობდით, მაგრამ ხშირად დაცვა გვიჭერდა",- იხსენებს კრის ჰეფნერი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება