ნუკი კოშკელიშვილი საახალწლოდ შეყვარებულს ნატრობს

	 ნუკი კოშკელიშვილი საახალწლოდ შეყვარებულს ნატრობს

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ახალი სეზონიდან ''კომედი არხზე'' გამოჩნდა, სადაც შაბათ-კვირას გადაცემა ''ფეისნუკის'' უძღვება. პარალელურად ითამაშა ორ ფილმში - ''გივი'' და ''მისტერ ძიძა'' , მანამდე კი იყო ფოტოსესია, რომელსაც ნუკიმ ეროტიკული უწოდა. ერთი სიტყვით, სიახლეები ბევრია ტელეწამყვანთან, რაზეც დღეს თავად ისაუბრებს.

- ნუკი, ახალი სეზონიდან ''კომედი არხზე'' გადაბარგდი. სხვა არხებიდან არ გქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!? კომედია შენი ჟანრი არ უნდა იყოს...

- ეს არის სწორედ საინტერესო, რომ იმ ჟანრში ვმუშაობ, რომელიც ჩემთვის ახალია. რომ გითხრა, სხვა არხებიდან კარს მიმტვრევდნენ-მეთქი, მოგატყუებ. ეს არის არხი, სადაც არ არის პოლიტიკა, მძიმე თემები, ინფორმაცია. ამ ჟანრში არ მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით ''შუა ქალაქს'' , სადაც თავად არაფერს ვწერდი, მხოლოდ დაწერილს ვთამაშობდი. ამიტომ ვიფიქრე, ცდად ღირდა. რამდენად გამომდის, ეს მაყურებლის შესაფასებელია. ძალიან რთული ჟანრია, მაყურებლის ატირება ბევრად ადვილია, ვიდრე გაცინება. დღესაც ძალიან მიჭირს. ჩემი გადაცემა შემეცნებით-გასართობი უფროა, ვიდრე კომედიური. მყავს სტუმრები, ვირჩევთ თემას, რომელიც სტუმრისთვის უცხოა და სწორედ ამ თემაზე ვესაუბრები. არ ვიცით, მაგალითად, როგორი მშენებელი იქნებოდა რომელიმე ცნობილი ჟურნალისტი, ან როგორ წერს მესიჯს ტელეფონში ეთერ კაკულია. ეს იყო ჩემს გადაცემაში. ჩვენს გადაცემაში შეგიძლია, უპასუხო მობილურ ტელეფონს. მოკლედ, სტუმრებს მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით, ამიტომ პირდაპირ ეთერში ვერ ვართ. ვამონტაჟებთ გადაცემას და ისე ვუშვებთ ეთერში, ზოგჯერ ისეთი რაღაცები ხდება კადრს მიღმა...

- დუტა სხირტლაძემ გადაგიღო თავის სრულმეტრაჟიან კომედიური ჟანრის ფილმში ''გივი'' . როგორი იყო ამ ფილმზე მუშაობა, ვინ არის შენი პერსონაჟი?

- მე ვარ ლარისა.

- ივანოვნა?

- არა, არც ივანოვნა ვარ და არც გივია ის ტიპაჟი, ჩვენ რომ ვიცნობთ ერთ-ერთი ფილმიდან ფრაზით- ''ჩვენ ვართ, გივი'' . აბსოლუტურად განსხვავებული ფილმია, კომედიური ჟანრის. ვთამაშობთ მე, დუტა სხირტლაძე, ქეთათო, რუსკა მაყაშვილი, ნინუცა მაყაშვილი, სამორი ბალდე, ზუკა პაპუაშვილი, ნატო ებანოიძე... მე ვარ უკრაინელი ქალბატონი, დამლაგებელი, წარმომავლობით უკრაინის ღრმა სოფლიდან და მაქვს რომანი მთავარ გმირთან, ოჯახის უფროსთან, ზუკა პაპუაშვილთან. ფილმი ასე იწყება. ჩემს რჩეულს ვეუბნები, რომ ვთხოვდები. ასე რომ, სასიყვარულო სცენების იმედი ნუ გექნებათ (იცინის), ბავშვებმაც თამამად შეიძლება უყურონ ფილმს.

- დუტასთან მუშაობა როგორი იყო?

- ძირითადად, რეჟისორები მკაცრები არიან, ''მე ვარ რეჟისორი და დამემორჩილე'' სჭირთ. დუტას ეს არ ახასიათებს. მსახიობებს სრულ თავისუფლებასა და ინტერპრეტაციის, ტექსტის გადაკეთების საშუალებას აძლევს. უსაყვარლესია, დუტა არასდროს ჩხუბობს. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. თავად მსახიობია და ამიტომ ჩვენი კარგად ესმოდა.

- სად იყო გადაღებები?

- მთელი მოქმედება სახლში მიმდინარეობს. ეს არის მთავარი გმირის ერთი დღე. ასეთი ''სანტა ბარბარა'' არ მინახავს. სულ დინამიკაა. მთელი ფილმის განმავლობაში ყველა პერსონაჟი დაკავებულია, მთავარ გმირს საშინელებებს ვუკეთებთ.

- ''მისტერ ძიძაშიც'' მიიღე მონაწილეობა...

- ეს ფილმი ''კომედი ჯგუფის'' ბიჭებმა გადაიღეს. აქ ძალიან პატარა როლი მაქვს, დანახვასაც რომ ვერ მოასწრებ ჩემსას, ისეთი (იცინის), მაგრამ მიმაჩნია, რომ პატარა როლები არ არსებობს, არსებობენ პატარა მსახიობები. ორივე როლი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. დუტამაც და ''კომედი ჯგუფის'' ბიჭებმაც საშუალება მომცეს, მაყურებლისთვის აბსოლუტურად განსხვავებული ვყოფილიყავი. ფილმში ''გივი'' ხომ გგონია, რომ ვარ ლამაზმანი, მოკლეკაბიანი უკრაინელი ქალი? არა! კი ვარ მოკლე კაბით, მაგრამ ვარ მსუქანი სოფლელი ქალი და არანაირი სექსუალური მოტივი არ მამოძრავებს.

''მისტერ ძიძაში'' ''ნაშა'' არის მიშა ანდღულაძე, მე ვარ ''ანტინაშა'' , როკერი გოთი, შავი ტანსაცმლით, ლაქით, ვკლავ კატებს და რაღაც საშინელებებს ვაკეთებ. ვერც გაიგებ, გოგო ვარ თუ ბიჭი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება