რობერტ პატინსონი ნარკოტიკის სკანდალში გაეხვია

რობერტ პატინსონი ნარკოტიკის სკანდალში გაეხვია

ჰოლივუდის ახალგაზრდა მსახიობი რობერტ პატინსონი ნარკოტიკთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვია.

პატინსონი ვარსკვლავებთან - კეტი პერისთან და მარიო ფანიზისთნ ერთად ლოს-ანჯელესში წვეულებაზე იმყოფებოდა. როგორც RadarOnline წერს, მსახიობი თეთრი ფხვნილის გარშემო მომღიმარი სახით პოზირებდა. რამდენიმე კვირაა დასავლური პრესა წერს, თითქოს რობერტი კოკაინის მომხმარებელია. თვითმხილველები ამბობენ, რომ ხშირად ხედავენ, როგორ ყნოსავს რობერტი კოკაინს.

"რობერტი სააბაზანოში მარტო შევიდა და თან კოკაინით სავსე პარკი შეიტანა. ის ძალიან ნერვიულობდა და შეშლილივით იქცეოდა - არ სურდა ვინმეს ამ მდგომარეობაში ენახა. წვეულება პატინსონის სახლში გაგრძელდა", - წერს RadarOnline.

მომზადებულია RadarOnline-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება