სექსი, სისხლი და მისტიკა - ქართველი ახალგაზრდების ამერიკული არჩევანი

სექსი, სისხლი და მისტიკა - ქართველი ახალგაზრდების ამერიკული არჩევანი

საქართველოში თითქმის ყველა ოჯახში ცხოვრობს სულ მცირე ორი ადამიანი, რომელიც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ რელაქსაციისთვის ტელესერიალს უყურებს.

ბევრი დაიწერა, რომ სერიალი ტვინის ჰემოსფეროს ფიტავს, პრიმიტიული სცენარი ადამიანს რეალობისგან წყვეტს და სხვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოში ტელესერიალებს თავისი ერთგული მაყურებელი მაინც ჰყავს.

ქართველ მაყურებელს ძირითადად დაბალბიუჯეტიან ტელესერიალებს სთავაზობენ, რომელიც ლათინოამერიკული, ან ბრაზილიურია - ხალხს ამ სერიალებში ყველაზე მეტად ის აღიზიანებს, რომ სცენარი ხშირად არარეალურია, ან უინტერესო. თუმცა, დღეს ტენდენცია შეიცვალა და მექსიკური სერიალების ნაცვლად, თურქული ჭარბობს. რომელ არხზეც უნდა გადართოთ, ეკრანიდან თურქული სერიალის გმირები გვიღიმიან. თურქმა მამაკაცებმა ქართველი ქალების გული დაიპყრეს. ეზელის, სავაშისა თუ ონურის პერსონაჟებს სუსტი სქესის ბევრი წარმომადგენელი ეტრფის.

მექსიკურ, ბრაზილიურ თუ თურქულ სერიალებს ძირითადად 40 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები უყურებენ; რაც შეეხება ახალგაზრდებს - ისინი უპირატესობას ამერიკულ ტელესერიალებს ანიჭებენ, რომელთაც მსოფლიო პოპულარობა და უამრავი პრესტიჟული ჯილდო ხვდათ წილად. მაგალითად: "ნიკიტა", "საიდუმლო მასალები", "ალფი", "ექიმი ჰაუსი", "მენტალისტი", "სექსი დიდ ქალაქში", "სასოწარკვეთილი დიასახლისები", "სასწრაფო", "გრეის ანატომია", "გაქცევა", "დაკარგულები" და სხვა.

შეიძლება ითქვას, ამერიკულმა სათავგადასავლო ტელესერიალმა "დაკარგულები", რომელმაც მრავალ ტიტულთან ერთად, "ემის" პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ქართველი მაყურებელი ეკრანს მიაჯაჭვა. "დაკარგულებსა" და "გაქცევას" თითქმის ყველა ასაკის მაყურებელი ჰყავდა.

ვინაიდან სატელევიზიო სივრცეში ახალგაზრდებისთვის საინტერესო სერიალები აღარ არის, ისინი ტელესერიალებს ინტერნეტში უყურებენ.

ქართველი ახალგაზრდების საყვარელი სერიალებია:

1. "ამერიკული ისტორია საშინელებათა შესახებ" (American Horror Story) - საშინელებათა ჟანრი.

2. "მოსიარულე მკვდრები" (The Walking Dead) - საშინელებათა და დრამა.

3. "სამშობლო" (Homeland) - პოლიტიკური თრილერი.

4. "სატახტოთა თამაში (Game of Thrones) - ფენტეზი.

5. "დექსტერი" (Dexter) - კრიმინალური დრამა, საშინელება, თრილერი

6. "სკანდალი" (Scandal) - პოლიტიკური თრილერი.

7. "თანამედროვე ოჯახი" (Modern Family) - კომედია.

8. "თეთრი საყელო" (White Collar) - დრამა.

9. "დიდი აფეთქების თეორია" (The big bang theory) - კომედია.

რაც შეეხებათ თინეიჯერებს, ისინი ინტერნეტში ყველაზე ხშირად უყურებენ:

1. "ვამპირის დღიურები" (The Vampire Diaries) - თინეიჯერული დრამა, საშინელებათა, ფენტეზი, რომანტიული.

2. "გრეის ანატომია" (Grey’s Anatomy) - სამედიცინო დრამა.

3. "როგორ გავიცანი დედაშენი (How I Met Your Mother) - კომედია, რომანტიკული.

4. "ისარი" (Arrow) - დრამა, მძაფრსიუჯეტიანი, მისტიკა, დეტექტივი.

5. "ნამდვილი სისხლი" (True Blood) - ფენტეზი, დრამა, საშინელება, შავი კომედია.

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: "დრაკონების შიშველი დედოფალი" - "სამეფო კარის" ყველაზე სექსუალური გმირი (+13 ფოტო)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება