კაცებს, რომლებიც მეძავის მომსახურებით ისარგებლებენ, დააჯარიმებენ

კაცებს, რომლებიც მეძავის მომსახურებით ისარგებლებენ, დააჯარიმებენ

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 4 დეკემბერს პროსტიტუციის შესახებ კანონი დაამტკიცა, რომელიც მეძავების კლიენტებისთვის ჯარიმებს ითვალისწინებს. კანონპროექტს ხმა პარლამენტის ქვედა პალატის 268-მა დეპუტატმა მისცა, 138 - წინააღმდეგი იყო.

ახალი კანონის თანახმად, ფასიანი სექსუალური მომსახურებით სარგებლობისთვის ფრანგებს 1500 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ. ეს ჯარიმის მინიმალური ოდენობაა. ამასთან, პროსტიტუციის აქტისთვის სასჯელი გათვალისწინებული არაა.

კანონი, რომელსაც ფრანსუა ოლანდის სოციალისტური მთავრობა უჭერს მხარს, ძალაში შესვლამდე, საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმა უნდა დაამტკიცოს. რეფორმამ პარლამენტში აქტიური დისკუსია გამოიწვია.

კანონს მეძავები აპროტესტებენ, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ახალი კანონის მიღების შემთხვევაში, შემოსავალს დაკარგავენ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა