უკრაინის დელეგაცია ბრიუსელში მოსალაპარაკებლად გაემგზავრა

უკრაინის დელეგაცია ბრიუსელში მოსალაპარაკებლად გაემგზავრა

უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გეგმის იმპლემენტაციის მომზადებაზე მოსალაპარაკებლად გაემგზავრა.

დელეგაციას უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლაი უდოვიჩენკო ხელმძღვანელობს.

"ვიზიტის მიზანია განისაზღვროს სტრუქტურები და ორმხრივი დოკუმენტის შინაარსი, რომლის ხელმოწერა პირდაპირ კავშირშია ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერასთან. პარალელურად კიევში ფორმირებულია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან სხვადასხვა სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც უკრაინის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა