პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მარადიულ შეკითხვას - "რა სურთ ქალებს?" პასუხობს.
"რა სურთ ქალებს?
მუდმივი მრავალსაუკუნოვანი შეკითხვაა, პასუხის ძიებაში კი თმას ჭაღარა ერევა...
სინამდვილეში კი 20-30 წლამდე ქალი საჭიროებს კარგ განათლებას, რადგან შემდგომში ყოველთვის შეეძლოს საკუთარი თავის ღირსეულად შენახვა, მავანთა დაყვედრების გარეშე!
30-40 წლამდე ქალმა უნდა გამოსცადოს ბედნიერი დედობა, პროფესიული ზრდა, მოუწყოს საკუთარ თავს და საზოგადოებას დაუვიწყარი შოუები, რომელიც მისი ისტორიის ნაწილი გახდება.
40-ის მერე ქალს (ვიმეორებ ქალს!!!) სურს ერთადერთი რამ: მოსიყვარულე მამაკაცი, რომელიც აღმოაჩენს ახალ პლანეტას, შენ სახელს დაარქმევს და შეკითხვაზე,- "რა გინდა ძვირფასო?"- ერთადერთ პასუხს მოელის
- მხოლოდ შენ!!!!", - წერს ლალი მოროშკინა.
შეგახსენებთ, ლალი შარშან მეოთხედ გათხოვდა.