ამიკო ჩოხარაძეს მაღალ ქუსლებზე სიარული მეუღლემ ასწავლა

ამიკო ჩოხარაძეს მაღალ ქუსლებზე სიარული მეუღლემ ასწავლა

იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე პროექტ ''ერთი ერთშის'' მონაწილეა. მისგან ყველა უფრო მეტს ელოდა, ვიდრე პირველ ტურებში აჩვენა, ქულებიც დაბალი მიიღო. პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეები სულ აღნიშნავდნენ, რომ ამიკო მუდმივად ასეთ დაბალ ქულებს არ იმსახურებდა და თავადაც ამას ამბობს. ამიკოს ბოლოდროინდელი ნომრები აშკარად გაუმჯობესებულია. რას ფიქრობს პროექტზე და საკუთარ ადგილზე ''ერთი ერთში'', ამას თავად გვეტყვის.

- ამიკო, როცა ''ერთი-ერთში'' შენი მონაწილეობის შესახებ შევიტყვე, ვიფიქრე, უსამართლოდ გამოვა, რადგან ამიკო ყველას დაჩრდილავს-მეთქი, მაგრამ პირველ ტურებზე იმედი გაგვიცრუე. რა მოხდა, რამ შეგიშალა ხელი?

- ჯეკსონს რაც შეეხება, ყველამ იცის, რომ მისი მიბაძვა შემიძლია. როგორ გამომდის, ეს მაყურებელმა განსაჯოს. მე გულით ვაკეთებ.

- შენგან ჯეკსონის უკეთესი პაროდიაც გვინახავს.

- გეთანხმები, უკეთესი გამოსვლებიც მქონია. ალბათ, იმის ბრალიც იყო, რომ ამ გრანდიოზული შოუ მე გავხსენი, ამას ნერვიულობა ახლდა, თან დიდი ხანია, ეკრანზე არ გამოვჩენილვარ, ხანგრძლივი პაუზა მქონდა. ვმუშაობდი იმისთვის, რომ ეკრანზე გამოვჩენილიყავი. ასე რომ, არც ჯეკსონით და არც ''განგნამ სტაილით'' არ ვარ კმაყოფილი. ამ უკანასკნელის შემსრულებელი მეტის საშუალებას არ მაძლევდა. ენისა და ცეკვის გარდა (მგონი, კარგად ვიცეკვე), სპეციფიკური არაფერი აქვს, რომ ხელი ჩაგვეჭიდა.

- პირველივე ტურში გაჩნდა მოსაზრება, რომ ამიკოს ჟიური ჩაგრავს.

- გარკვეულწილად ვეთანხმები. იმის ამბიცია არ მაქვს, რომ პირველ ან მეორე ლაივზე ვინმეს უმაღლესი ქულა უნდა დაეწერა ჩემთვის, მაგრამ 4-ისა და ხუთის ღირსი ნამდვილად არ ვიყავი. შეიძლება იმის თქმა, რომ ვიჩაგრებოდი თუ ვიჩაგრები. ჟიურის განსაკუთრებით ბიონსეს შემთხვევაში არ დავეთანხმე. არასწორი შეფასება იყო. იმხელა ქუსლზე ისეთი ცეკვა შევასრულე... ორი დღის მომზადებული ნომერი იყო. დროში ძალიან შეზღუდული ვარ. ახალ გადაცემას ვიწყებ და მეტ დროს ამ საქმეს ვუთმობ.

- რა გადაცემას იწყებ?

- ''მისტერ ამიკო'' . ეს არის კარგად ცნობილი როუენ ატკინსონის მიერ შესრულებული ''მისტერ ბინის'' ანალოგი. ეს ადამიანი ''მისტერ ბინიდან'' სრულმეტრაჟიანი კომედიური ჟანრის ფილმებამდე მივიდა. ასე რომ, ერთ-ორ წელიწადში შეიძლება, ამბიცია მეც გამიჩნდეს. ორ დღეში 33 საათს გადაღებებს ვუთმობ. შესაბამისად, ცოტა დრო მრჩება ''ერთი ერთშისთვის'' .

- ბიონსეს განსახიერების დროს ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა?

- ქუსლიან ფეხსაცმელზე დგომა. ერთი სამსახურში არ დავდიოდი ქუსლებზე, თორემ სახლშიც კი ქუსლიანი ფეხსაცმლით ვმოძრაობდი, რომ სცენაზე დისკომფორტი არ მეგრძნო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება