ნელსონ მანდელა გარდაიცვალა

ნელსონ მანდელა გარდაიცვალა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა 95 წლის ასაკში, 5 დეკემბერს საკუთარ სახლში, იოჰანესბურგში გარდაიცვალა.

სიცოცხლის ბოლო წუთებში ნელსონ მანდელასთან ოჯახის წევრები და ნათესავები იყვნენ. მანდელა ბოლო თვეებში ავადმყოფობდა - 5 თვის წინ იგი საავადმყოფოში ფილტვის ინფექციით გადაიყვანეს.

"ჩვენმა ერმა უდიდესი შვილი დაკარგა. ნელსონ მანდელას სიდიადეს მისი ადამიანური ბუნება ქმნიდა. მასში ვხედავდით იმას, რისი დანახვაც საკუთარ თავებში გვსურდა", - განაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ.

მანდელა ისტორიაში ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო და იგი ქვეყანას 1994-1999 წლებში მართავდა. ახალგაზრდობაში იგი აქტიურად იბრძოდა აპარტეიდული რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც ციხეში 27 წელი გაატარა. 1993 წელს მას ნობელის მშვიდობის პრემია მიანიჭეს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, "ერის მამად" აღიარებულ ნელსონ მანდელას ხელისუფლება უკანასკნელ გზაზე დიდი პატივით გააცილებს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა