ელტონ ჯონი რუსული კანონმდებლობის წინააღმდეგ

ელტონ ჯონი რუსული კანონმდებლობის წინააღმდეგ

მომღერალი ელტონ ჯონი რუსეთში  ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციას საჯაროდ გმობს და პროტესტის ნიშნად მოსკოვში კონცერტის გამართვას გეგმავს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანონპროექტი ივნისში დაამტკიცა და ელტონ ჯონი თითქმის ერთადერთი დასავლელი ვარსკვლავია, რომელმაც ქვეყანაში კონცერტის გამართვა გადაწყვიტა.

"ვფიქრობ, ეს არაჰუმანურია და მათი იზოლაცია ხდება. როგორც ჰომოსექსუალს, არ შემიძლია ამ ხალხის მიტოვება. მათ მხარდაჭერას ვუცხადებ", - განაცხადა მომღერალმა.

დასავლურ პრესაში წერდნენ, რომ მომღერალმა გარკვეული მიზეზების გამო კონცერტები გააუქმა, თუმცა მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "ინტერნეტსა და მედიაში გავრცელებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება და შოუ არ გაუქმებულა".

რაც შეეხება ელტონ ჯონს, მან საკუთარი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ საჯაროდ 1988 წელს განაცხადა. დღეს ქორწინებაში იმყოფება და 2 შვილსაც ზრდის. რუსეთში ელტონ ჯონის კონცერტის გამართვის წინააღმდეგ მართლმადიდებელთა ძმობის კავშირი და ურალის მშობელთა კომიტეტის წევრები გამოდიან - მათ ვლადიმერ პუტინს წერილი და პეტიციაც კი გაუგზავნეს.

რუსეთში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია 1993 წელს მოხდა, 1999 წლამდე ჰომოსექსუალიზმს მენტალურ აშლილობად აფასებდნენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე:

- ყაზახეთი ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის კვალდაკვალ მიდის

- ჟერარ დეპარდიეს რუსეთში გეების ადვოკატობა შესთავაზეს

- ლედი გაგამ მედვედევს გეების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება