"მის დედამიწა" ვენესუელელი გოგონა გახდა

"მის დედამიწა" ვენესუელელი გოგონა გახდა

ყოველწლიური სილამაზის კონკურსი "მის დედამიწა" წელს ვენესუელის წარმომადგენლის გამარჯვებით დასრულდა. მას შემდეგ, რაც 22 წლის ალის ენრიჩმა სადედოფლო გვირგვინი მოირგო, პრესა ვენესუელის სილამაზის ინდუსტრიის დომინანტობაზე ალაპარაკდა. ცოტა ხნის წინ "მის სამყარო 2013"-ის გამარჯვებული ასევე ვენესუელის წარმომადგენელი 25 წლის წლის გაბრიელა ისლასი გახდა.

ალის ენრიჩმა პლანეტის ულამაზესი ქალის ტიტული 87 კონკურსანტს შორის მოიპოვა. მისი სიმაღლე 176 სანტიმეტრია, ფორმები კი იდეალური - 90-60-92. ის პროფესიონალი მოდელია, რომელიც ქლაქ ლოს-ტეკუესში დაიბადა. ალისის ფიზიკური მონაცემები აგენტებმა იმ დროს შენიშნეს, როცა გოგონა სოციოლოგიის შესასწავლად ქალაქ მარაკაიბოში გადავიდა. ამას მოჰყვა კონტრაქტები ევროპაში, შემდეგ "მის ვენესუელა"...

სამოდელო ბიზნესის პარალელურად გოგონა ხალხურ ცეკვებსა და სამბოს ეუფლება. კონკურსზე კი მან ნამდვილი პატრიოტის სახელი მოიპოვა. "მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად შორს წავალ, არასოდეს დავივიწყებ ჩემს ფესვებს, წარმოშობას, განათლებასა და სამშობლოს", - განაცხადა ელისმა მაყურებლის წინაშე.

რაც შეეხება დანარჩენ ფინალისტებს, "მის ჰაერის" ტიტულის მფლობელია ავსტრალიელი 25 წლის კატია ვაგნერი, "მის ცეცხლი" 23 წლის სახრეთ კორეელი კატერინა ჩოი გახდა, "მის წყალი" კი ტაიტელი პანიკა კულსოონტორნრუტი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება