გერმანიის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება

გერმანიის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება

გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება.

ჟურნალ "შპიგელის" ინფორმაციით, ამის შესახებ ფედერალური პრეზიდენტის უწყებამ რუსეთის ხელისუფლებას უკვე აცნობა.

იოაჰიმ გაუკს არ სურს, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებამ გერმანელი ათლეტების უპატივცემულობად აღიქვას, რის გამოც იგი ოლიმპიადიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს 24 თებერვალს მიუნხენში უმასპინძლებს.

გერმანული მედიის შეფასებით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა რუსეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და ოპოზიციის რეპრესიების კრიტიკად შეფასდეს.

იოაჰიმ გაუკი, გერმანიის პრეზიდენტობის პერიოდში, 2012 წლის მარტიდან დღემდე რუსეთში ოფიციალური ვიზიტით არ ჩასულა. მან რუსეთი ადამიანის უფლებების დარღვევისა და ოპოზიციური მასმედიის შევიწროებისთვის არაერთხელ გააკრიტიკა. 2012 წლის ივნისში კი გაუკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, რის ოფიციალურ მიზეზადაც სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემები დაასახელა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა