ლედი გაგა სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს

ლედი გაგა სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს

ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს უცხადებს და მსმენელსაც იმავეს მოუწოდებს.

"სოჭის ოლიმპიადაზე არ უნდა ჩავიდეთ. ვერ გეტყვით რამდენად ღირებულია ჩემი მოწოდება, როცა ამ ოლიმპიადისთვის შესანიშნავი ჩემპიონები და ადამიანები ემზადებიან", - განაცხადა გაგამ ერთ-ერთ ბრიტანულ ტელე-შოუში.

პოპ-ვარსკვლავი ოლიმპიადის წინააღმდეგ სექს-უმცირესობების გამო განეწყო, რომლებიც, გაგას აზრით, რუსეთში "ძალიან დაჩაგრულები" არიან.

მომღერალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლიმპიადის ბოიკოტით სპორტსმენების დამსახურებას ჩრდილი არ უნდა მიადგეს. მისი აზრით, არასწორია, როცა ბევრი ქვეყანა ფულს აბანდებს სახელმწიფოში, სადაც გეი მოქალაქეებს მხარს არ უჭერენ.

"რუსეთში არა თუ მხარს არ უჭერენ გეი-საზოგადოებას, მათ სცემენ და მხუთავი აირით ებრძვიან", - განაცხადა ლედი გაგამ და იქვე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, რუსეთში აღარასოდეს იმღერებს.

"ალბათ აღარც შემიშვებენ იქ, რადგან ბოლო კონცერტის დროს სცენიდან ვიყვირე - გეი ვარ, დამაპატიმრეთ-მეთქი", - აცხადებს მომღერალი.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება