რაში შეუშალა ხელი ანუკი არეშიძეს უკრაინის აქციებმა

რაში შეუშალა ხელი ანუკი არეშიძეს უკრაინის აქციებმა

მცირე ხნის წინ კიევში ანუკი არეშიძემ თავისი ახალი ბრენდ "ანოუკ"-ის ეგიდით, პირველი ჩვენება გამართა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა და, როგორც თავად ამბობს, დამწყებმა დიზაინერმა რამდენიმე კოლექცია ბიჭოლა თეთრაძესთან ერთად გააკეთა და ჩვენებები კიევშიც ჰქონდა და თბილისშიც, თუმცა შემდეგ დიზაინერული ტანდემი დაიშალა და ანუკიმ საქმიანობა მარტომ გააგრძელა. თავად მიიჩნევს, რომ პირველ ნაბიჯებს დგამს და მკაცრ შეფასებებს არ ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩვენება საკმაოდ კარგად გაშუქდა. ზოგადად, დიდი ხმაურის ატეხა არ უყვარს და ფიქრობს, რომ ჯერ აქამდე შორია, კარიერის ნელ-ნელა, ეტაპობრივად აწყობას გეგმავს.

ანუკის ორი პატარა ჰყავს, ლევანი და კახი და მესამეს ელოდება. მიუხედავად ორსულობისა, კოლექციაზე მუშაობა მაინც გადაწყვიტა და ჩვენებაც გამართა. საღამოს მთავარი კაბა, არც მეტი არც ნაკლები, სუპერმოდელმა ირინა შეიკმა წარმოადგინა. ანუკის ჩვენების შემდეგ დავუკავშირდით ამბების გასაგებად.

- ახალ კოლექციაზე მუშაობა ივლისში დავიწყე. ნაჭრები ჩემმა მეგობარმა იტალიიდან გამომიგზავნა. ზემოხსენებულ კოლექციაზე ბევრმა ადამიანმა იმუშავა. სამწუხაროა, რომ ჩვენების ფოტოებზე კარგად არ ჩანს სამოსის საინტერესო, ხელით ნაქარგი დეტალები, სვაროვსკისა და მარგალიტის თვლებით გაფორმებული ადგილები, რომლებიც ნამუშევრებს ერთ თემად კრავს.

რაც შეეხება კოლექციას, ესაა ოკეანის სამყარო, რომელიც ასოცირდება სიმყუდროვესთან, სიმშვიდესთან, რასაკვირველია, ფერთა გამაც შესაბამისია, ოკეანის ფერებია წარმოდგენილი, ჩალისფერი თითქოს ქვიშას მოგაგონებთ, ყველა კაბას თავისი ისტორია აქვს. ძალიან რთული იყო ამ პერიოდში ასეთი გრაფიკით მუშაობა, თუმცა ამის მიუხედავად, ვცადე, რომ მაღალი ხარისხი ყოფილიყო. კოლექცია თბილისის ორ სახელოსნოში შეიკერა. უკვე დავიწყე 2014-2015 წლის ზამთრის კოლექციაზე მუშაობაც.

- მოდელები როგორ შეარჩიე?

- მათი შერჩევა ძალიან გამიჭირდა. მათგან, ვინც ჩემს ჩვენებაზე გამოვიდა, ბევრი ახლაც არ მომწონს. თუმცა მათზე უკეთესები, ასე ვთქვათ, "ტოპები" , სამწუხაროდ, არ იყვნენ.

- შენი ჩვენება მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა ირინა შეიკმა დახურა და პოდიუმზე ბოლო კაბა წარადგინა. მისი დათანხმება არ გაგიჭირდა?

- ირინას პერსონით აღფრთოვანებული ვარ. იმის მიუხედავად, რომ ბებია კომაში ჰყავდა და გამომგზავრება ძალიან უჭირდა, ორი დღით მაინც მოახერხა ჩამოსვლა, პირობა მქონდა მოცემულიო, მითხრა... ირინას დათანხმებას რაც შეეხება - ჩემმა წარმომადგენელმა მას კოლექციის ფოტოები გაუგზავნა. ამის შემდეგ დაინტერესდა ჩვენი ბრენდით. გვყავს საერთო მეგობარიც. ალბათ, კახის ფაქტორმაც იმოქმედა და ძალიან დიდი საჩუქარი გამიკეთა იმით, რომ უბრალოდ, ჩამოვიდა და გვერდში დამიდგა. საოცარი ადამიანია, ისე შევხვდით, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.

- ძალიან ლამაზი კაბა წარმოადგინა...

- ბოლო კაბაზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. თავად კაბა 9 კილოგრამს იწონის. მისი შლეიფი გაწყობილია მარგალიტებითა და სვაროვსკის თვლებით, თუმცა ირინა ისე თავისუფლად დადიოდა, თითქოს მძიმე არც იყო.

- ჩვენებას, ალბათ, მედიის ბევრი წარმომადგენელი დაესწრო. იქნებ, ჩამოგვითვალო, ვინ გააშუქა შენი კოლექციის წარდგენა კიევში?

- ძალიან ვნერვიულობდი, თითქმის ყველა მთავარი მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა ჩვენებას, ასევე იყვნენ მნიშვნელოვანი სტუმრები. ჩვენება ძალიან ცუდ დროს დაემთხვა, კიევში აქციების დაწყებას, იყო დიდი საცობები და საშინელი წვიმა, ბევრმა მოწვეულმა სტუმარმა სწორედ ამ მიზეზების გამო ვერ მოახერხა მოსვლა, თუმცა მთავარი პრესა, ისეთი, როგორიცაა "ვოგი" , "ჰარპერს ბაზაარი", "ჯეტსეტერი" და მრავალი სხვა, იქ იყო. ჩვენება თითქმის ყველა უკრაინულმა ტელევიზიამ გააშუქა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ფოტოგალერეა: ანუკი არეშიძის კიევში გამართული ახალი კოლექციის ჩვენებაში ირინა შეიკი მონაწილეობდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება