ქეთა თოფურიას კაბამ რუსი თაყვანისმცემლები "გადარია"

ქეთა თოფურიას კაბამ რუსი თაყვანისმცემლები "გადარია"

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიას ჩაცმულობა საუკეთესოდ აღიარეს. "კაბა - ბომბი", "კაბა - ოხვრა და დაცემა", "დიდებული", - ასეთი ეპითეტებით შეამკეს თაყვანისმცემლებმა ქეთას ჩაცმულობა, რომლითაც ის უკვდავ ტელეპროექტში "წლის სიმღერა" მაყურებლის წინაშე წარსდგა.

"ა-სტუდიოს" სოლისტი სპორტკომპლექს "ოლიმპიელში" გამართულ კონცერტზე შავ-თეთრი კაბით მივიდა. კაბა კრისტიან დიორის შექმნილ ე.წ. New Look სილუეტის გახლდათ, თუმცა ქეთას ის შანელის ბუტიკში არ შეუძენია. სამოსი დიზაინერ ბესარიონის ნახელავია, რომლის კაბებითაც ქეთას ხსვა დროსაც მოუწონებია თავი.

ქეთას ჩაცმულობა საინტერესო ოყო არამარტო სილუეტითა და პრინტით, არამედ ქსოვილის "ყელსაბამითაც", რაც ასევე ბესარიონის გემოვნებიანი გადაწყვეტილებაა. ჩაცმულობა ქეთამ წითელი, დაკბილული ღია ფეხსაცმელით დააგვირგვინა.

ტელეპროექტი "წლის სიმღერა" მოსკოვში 1971 წლიდან ყოველ წელს იმართება. ბოლო დროს კი კონცერტი არა მხოლოდ მუსიკის, მოდის საღამოდაც იქცა, სადაც ყოველი მონაწილის იმიჯი ფართო განხილვის თემა ხდება.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება