რობერტ პატინსონს შობის აღნიშვნა კრისტენ სტიურტთან ერთად სურს

რობერტ პატინსონს შობის აღნიშვნა კრისტენ სტიურტთან ერთად სურს

"ბინდის" ვარსკვლავები კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი ურთიერთობის განახლების შესახებ, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ. რობერტს კრისტენის ლონდონში მიწვევა სურს, სადაც საკუთარ ოჯახთან ერთად შობას შეხვდება.

თავად პატინსონი უკვე ლონდონში იმყოფება - მსახიობი ინგლისში 2 დეკემბერს ჩავიდა და აშშ-ში დაბრუნებას ახალი ფილმის "უდაბნოს დედოფალი" გადაღებების დაწყებამდე არ აპირებს.

როდესაც მან შეიტყო, რომ სურათი Camp X-Ray , რომელშიც კრისტენი მთავარ როლს ასრულებს, Sundance Film Festival-ზე წარსადგენად შეარჩიეს, შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და სტიუარტს დაურეკა. როგორც პორტალ Hollywoodlife-ს წყვილთან დაახლოვებულმა პირმა აცნობა, მსახიობებმა ერთ ხანს ტელეფონით ისაუბრეს, საუბრის ბოლოს კი რობერტმა კრისტენს ლონდონში მასთან ჩასვლა შესთავაზა. წყაროს თქმით, უცნობია რა პასუხი გასცა კრისტენმა, თუმცა ამ საუბრის შემდეგ რობერტი ძალიან კმაყოფილი ჩანდა.

ეს მიპატიჟება პატინსონისთვის სერიოზული ნაბიჯია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი მშობლები კრისტენით მაინცდამაინც აღფრთოვანებულნი არ არიან. რობერტის დები - ლიზი და ვიქტორია კრისტენს მათი ძმის ღალატს ვერ პატიობენ.

თუ კრისტენი მართლაც ეწვევა ლონდონს და რობერტის ოჯახის წევრთა გულის მოგებას შეძლებს, სავსებით შესაძლებელია, რომ "ბინდის" ვარკვლავებმა რომანტიკული ურთიერთობა განაახლონ.

მომზადებულია Hollywoodlife-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება