ოლიმპიური თამაშებისთვის რუსეთი თოვლს ისრაელისგან იყიდის

ოლიმპიური თამაშებისთვის რუსეთი თოვლს ისრაელისგან იყიდის

სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის რუსეთი თოვლს ისრაელისგან შეიძენს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტ ტელევიზია Piter.tv ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ერთ-ერთი ფირმისგან რუსეთი თოვლის მწარმოებელი სპეციალური მანქანების შეძენას აპირებს, რათა 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის თოვლის ნორმალური საფარი უზრუნველყოს.

ამასთან, სპეციალური მანქანების შეძენაზე მოლაპარაკებებისთვის ისრაელში უკვე ჩაფრინდა რუსეთის სათხილამურო ასოციაციის პრეზიდენტი.

ინტერნეტტელევიზიის ცნობით, ბოლო წლებში, გლობალური დათბობის გამო ევროპის ყველა სათხილამურო კურორტი სულ უფრო ხშირად ყიდულობს ისრაელიდან თოვლისმწარმოებელ მანქანებს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა