"ჯობია "ბიო" აიკრძალოს და მარიხუანაზე დაჭერები აღარ იყოს!" - ნანუკა ჟორჟოლიანი მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოითხოვს

"ჯობია "ბიო" აიკრძალოს და მარიხუანაზე დაჭერები აღარ იყოს!" - ნანუკა ჟორჟოლიანი მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოითხოვს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოითხოვს. ამის შესახებ ტელეწამყვანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს და ახალგაზრდებში ე.წ. ბიონარკოტიკების მზარდ საფრთხეზე საუბრობს.

"მგონი ეს ბიო უკვე პრობლემა გახდა ქალაქისთვის! და ყოველგვარი მგონის გარეშე ჯობია ბიო აიკრძალოს (თაობას დაგვაკარგინებს) და მარიხუანაზე დაჭერები აღარ იყოს!

ძალიან ბევრია ქალაქში

არის რაღაცის მიმართ "რბილი", "ლოიალური" დამოკიდებულებები... ეს მოიხსნას ბიოზე და იყოს მარიხუანაზე:)

მარიხუანაზე არ უნდა იჭერდნენ:)

ბიო არის რაღაც ხელოვნური. მოსაწევი, დასალევი, შესასხამი.... რაც აფრენინებს ბავშვებს! იწერენ თურმე და რა ხდება არ იცით,

ჩვეულებრივად ბომჟების ნარკოტიკია. სადაც მარიხუანა ხელმისაწვდომია ბიოს არავინ ეწევა! და მარიხუანაზე არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ იჭერენ. მოწევაზე...

საიტები უნდა გაკონტროლდეს, საიდანაც ბიოს იწერენ და მისი ხელმისაწვდომობა უნდა შეიზღუდოს. საშინელება ხდება მოზარდებში

და მარიხუანას თუ შეეშვებიან, ეს ბიოც გაქრება. ალბათ! ბიო რომ

უნდა გაქრეს 100%", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სოციალური ქსელით იმავე თემას ეხმაურება განათლების ყოფილი მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილის ვაჟი, სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი.

"პლანის გამო ადამიანების დევნა არის სირცხვილი!!! ქუჩიდან ადამიანის მოხსნა და მისი ნარკოლოგიურში მოსაფსმელად წაყვანა არის საშინელი შეურაცხყოფა. როდემდე უნდა ვიყოთ სირაქლემის პოზაში??? ჩვენს გარშემო ადამიანების 95% არიან მარიხუანას მომხმარებლები. ეს ხალხი არიან სხვადასხვა ინტერესების მქონე ჩამოყალიბებული პიროვნებები და მათ კრიმინალთან არანაირი კავშირი არ აქვთ. უმეტესობას ოჯახიც არ უშლის მოწევას, მეგობრებზე აღარც ვლაპარაკობ და სახელმწიფომ რა პონტში უნდა დაუშალოს?! და კიდე ეტ ტყული ტ***ში შეიტენეთ, რო ვითომ იმიტომ ავიწროვებთ ხალხს მარიხუანას გამო, რომ მათზე ზრუნავთ!!! არანაირად არ მჯერა, რადგან სახელმწიფოს არცერთხელ არცერთი ისეთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ დავუჯერო. თუ მართლა ჩემზე ზრუნავ, მაშინ აფთიაქში რატომ ყიდი უამრავ შხამს, რომელიც შემიძლია თავისუფლად ვიყიდო და მოვიხმარო??? ამიტომ რიჟა ბაზარს თავი დაანებეთ და საქმეს მიხედეთ!!! მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არის აუცელებელი და რაც შეიძლება სწრაფად!!! სირცხვილია!!!", - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, მარიხუანას ქიმიური ანალოგების ე.წ. "სპაისების" პოვნა არაერთ ინტერნეტ-მაღაზიაშია შესაძლებელი. ინოვაციურ ნარკოტიკში თრობის წყარო ის ქიმიური ხსნარია, რომლითაც სხვადასხვა მცენარის დამუშავება ხდება. ნარკოლოგების განმარტებით, უცნობი ქიმიური პრეპარატის გავლენა ორგანიზმზე შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დამანგრეველი აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ჩვეულებრივი მარიხუანას შემთხვევაშია. ე.წ. ბიონარკოტიკები და მარიხუანას ქიმიური ანალოგები საქართველოში უკვე წლებია, პოპულარობით სარგებლობს. სხვადასხვა ინტერენტ-საიტზე მათი ფასი 50 ევროდან იწყება, თუმცა მცირე რაოდენობის შეძენა უფრო იაფადაც არის შესაძლებელი. სოციალურ ქსელებში ანონიმური მომხმარებლები აქტიურად უზიარებენ ერთამნეთს ამ სფეროში გამოცდილებას და აღმოჩენებს, თუ სად არის იაფი და ხარისხიანი პროდუქციის შესყიდვა, რომელი სახეობის პროდუქცის შემოტანას მოჰყვება პრობლემები და რომელს არა.

ანტიკორუფციული კავშირის მონაცემებით, ე.წ. ინტერნეტნარკოტიკების მომხმარებელთა მესამედი სკოლის მოსწავლეები არიან.

ქართულ კანონმდებლობაში რამდენიმე თვის წინ შეტანილი ცვლილების თანახმად, სინთეზური კანაბინოიდების, იგივე "სპაისების" ექვსი სახეობის მოხმარება-რეალიზაცია აიკრძალა, თუმცა პრობლემას ის გარემოება ქმნის, რომ ამ სახეობის ნარკოტიკების სიმრავლიდან გამომდინარე, ერთის აკრძალვის შემთხვევაში მაშინვე იჩენს თავს ახალი სახეობები. მათი რეალიზაციის კონტროლი ინტერნეტ-სივრცეში  გაცილებით უფრო რთულია. არსებული ინფორმაციით, უკანონო ნარკოტიკების სიას უახლოეს მომავალში კიდევ სამი "სპაისი" დაემატება.

სპაისები არის მცენარეული სუბსტანციები, გაჟღენთილი სინთეზური კანაბინოიდებით. სინთეზური კანაბინოიდები შეადგენენ განსხვავებული სტრუქტურების მქონე ქიმიურ ნივთიერებათა ჯგუფს: JWH-018, JwH-081, JWH-122, JWH-398, JWH-073, JWH-200, HU-200, CP-47 ,497. სინთეზური კანაბინოიდები ფუნქციურად ტეტრაკანაბინოიდის ანალოგები არიან და იწვევენ კანაბინოიდების მსგავს ფსიქო-ფიზიოლოგიურ რეაქციებს ადამიანში. აღსანიშნავია, რომ სინთეტიკური მარიხუანას მოხმარებას მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ფატალური შემთხვევა მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

რამდენი ნარკომანია საქართველოში და რას შეცვლის მარიხუანას ლეგალიზაცია

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს