ჯორჯ კლუნი უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს

ჯორჯ კლუნი უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს

ამერიკელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ ევრომაიდნის მხარდასაჭერი ვიდეომიმართვა ჩაწერა. ვიდეომიმართვა პარტია "უდარის" საიტზეა განთავსებული. მსახიობი ამ პარტიის ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს მეგობარია.

"მოგმართავთ მამაცო უკრაინელებო, მომავლისთვის და არა წარსულისთვის მებრძოლნო! ჩვენ, ამერიკელები გგავართ დემოკრატიისადმი მისწრაფებაში. მცდელობებისა და შეცდომების გზაზე, ჩვენ გავითავისეთ, რომ ჭეშმარიტი დემოკრატია არ არსებობს თავისუფალი, პატიოსანი და გამჭვირვალე არჩევნების გარეშე",- აღნიშნა მსახიობმა.

შეგახსენებთ, კიევში ევროინტეგრაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მომზადებულია firstnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება