ბრიტნი სპირსმა აღიარა, რომ ტუჩები რამდენჯერმე გაიდიდა

ბრიტნი სპირსმა აღიარა, რომ ტუჩები რამდენჯერმე გაიდიდა

მომღერალმა ბრიტნი სპირსმა ჟურნალ InStyle-ის იანვრის ნომრის გარეკანი დაამშვენა და გამოცემას გულახდილი ინტერვიუ მისცა. ჟურნალთან საუბარში მომღერალმა აღიარა, რომ რამდენჯერმე ადგილობრივ პლასტიკურ ქირურგს მიმართა, რომ გარეგნობაში ცვლილებები შეეტანა.

სპირსმა განაცხადა, რომ მისი საყვარელი "სილამაზის ექიმი" პლასტიკური ქირურგი რაჯ კანოდიაა. "მასთან რამდენჯერმე ტუჩებში ინექცია გავიკეთე",- აღიარა ბრიტნიმ.

ამასთან, მომღერალი ამბობს, რომ მხოლოდ კოსმეტიკური პროცედურები გაიკეთა, ხოლო პლასტიკური ოპერაციისთვის არასდროს მიუმართავს.

მომზადებულია InStyle-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება