მძიმე ღამე კიევში: შეიარაღებული ძალოვნები მოქალაქეების, მედიასაშუალებებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ (+LIVE)

მძიმე ღამე კიევში: შეიარაღებული ძალოვნები მოქალაქეების, მედიასაშუალებებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ (+LIVE)

ბოლო განახლება: Freedom House ვიქტორ იანუკოვიჩს გადადგომისკენ მოუწოდებს

10 ადამიანი დაშავდა კიევში, "ბერკუტისა" და "ტიტუშკების" მიერ ლუთერანის ქუჩაზე ბარიკადების დაშლისას. ამის შესახებ ოპოზიციური პარტია "თავისუფლების" ლიდერმა ოლეგ ტიაგნიბოკმა განაცხადა.

უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მილიაციამ, შინაგანმა ჯარმა და "ბერკუტმა" მომიტინგეები პრაქტიკულად ყველა იმ ქუჩიდან განდევნეს, სადაც დემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის შენობიდან და ბანკოვოს ქუჩიდან, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაა განთავსებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ძალოვანი სტრუქტურები არიან მობილიზებული, შენობასთან მისასვლელი ქუჩები კი მილიციის ავტობუსებს აქვთ გადაკეტილი.

რუსული "ბიბისის" ინფორმაციით, დაზარალებულთა განცხადებით, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ამასთან, "ბერკუტმა" ოპოზიციური პარტიის ოფისიდან სერვერები გაიტანა. ოპოზიციური პარტია "ბატკივშინაში" აცხადებენ, რომ სპეცრაზმმა მათი ოფისი გაძარცვა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფისში "ბერკუტის" დაახლოებით 100 წარმომადგენელი შეიჭრა. ისინი ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები და სახეზე ნიღბები ეკეთათ.

პარტიის წევრებმა რამდენჯერმე მილიციაც გამოიძახეს, თუმცა ისინი არც ერთ ჯერზე არ გამოცხადდნენ. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, მოგვიანებით "ბერკუტის" თანამშრომლებმა ოფისიდან სერვერები წაიღეს და წავიდნენ.

"ვერავითარი დოკუმენტები, ვერავითარი ინფორმაცია, თუ ვინ გასცა პარტიის ოფისის შტურმით აღების ბრძანება, ვერ მივიღეთ", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

"ბერკუტი" კიევში მდებარე სამ მედიასაშუალებაშიც შეიჭრა. როგორც ინტერნეტ გამოცემა news.liga.net იუწყება, სპეცრაზმი შეიჭრა გაზეთ "ვეჩერნი ვესტის", საიტ "ცენზორ"-ის და ტელევიზია INTV-ის ოფისებში, რომლებიც იმ შენობაშია განთავსებული, სადაც ოპოზიციურ პარტია "ბატკივშინას" ცენტრალური ოფისია.

როგორც ჟურნალისტები "ფეისბუქზე" წერენ, "ბერკუტმა" შეამტვრია მათი ოფისების კარი და ოფისები დაიკავა. "ცენზორ.ნეტის" მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავებს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ წარუდგენიათ შენობაში შეჭრის და მისი დაკავების თაობაზე.

ჟურნალისტების ინფორმაციით, სამართალდამცავები ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები. არსებული ინფორმაციით, "ბერკუტმა" და კიევის მილიციამ შტურმით აიღო "ბატკივშინას" ოფისიც.

იხილეთ ვიდეო: სპეცრაზმმა ოპოზიციური "ბატკივშინას" ოფისი შტურმით აიღო

AMBEBI.GE გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას ევრომაიდნიდან

Live streaming video by Ustream

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა