ბაიდენი იანუკოვიჩს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე ესაუბრა

ბაიდენი იანუკოვიჩს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე ესაუბრა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე ესაუბრა.

თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენსა და იანუკოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.

"აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის და უკრაინა-აშშ-ს სტრატეგიულ ურთიერთობებთან შეუთავსებელია", - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინაში ძალადობის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და იანუკოვიჩს ქვეყანაში არსებული სიტუაციის დაუყოვნებლივ განმუხტვისკენ , ასევე ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და მიესალმება ქეთრინ ეშტონისა და ვიქტორია ნულანდის ვიზიტს კიევში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა