ვიქტორია ნულანდი უკრაინული ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

ვიქტორია ნულანდი უკრაინული ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი კიევში ჩავიდა. უკრაინული მედიის ინფომრაციით, ნულანდი ამ წუთებში უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრას უკრაინული ოპოზიციის ლიდერები არსენი იაცენიუკი, ვიტალი კლიჩკო და ოლეგ ტიაგნიბოკი ესწრებიან.

უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე ვიქტორია ნულანდმა უარი თქვა პრესასთან კომენტარზე.

კიევში დღეს ასევე უნდა ჩავიდეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეტრინ ეშტონი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა